უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობის სოფლებში - ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. მათ ბრალად ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება ედებათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„ისინი პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ე.წ. ჯამაათის ჩამოყალიბებასა და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ. ამ მიზნით, სხვადასხვა ლოკაციაზე აწყობდნენ ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს და ეწეოდნენ ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას“, - განაცხადა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.
მისივე თქმით, დაკავებულებისა და მათთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია: ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა; ასაფეთქებელი ნივთიერებები; მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ელექტრონული მატარებლები; „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა, სიმბოლიკა და პირადი დოკუმენტები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 328-ე მუხლი - უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება; 236-ე მუხლი - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.
აღნიშნული დანაშაული 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და დაკავების მიზნით.
