„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარტია BBC-ის წინააღმდეგ რიგით მესამე საჩივარს ამზადებს. პაპუაშვილი ბრიტანულ მედიაჰოლდინგთან სამართლებრივ დავას „კოშმარს“ უწოდებს და ბრიტანულ კანონმდებლობას აკრიტიკებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
„არ ვიცი, რა პირით გვესაუბრებიან ხოლმე რაიმე მართლმსაჯულების თუ სამართლებრივ პროცედურებზე. ჩვენ იძულებული ვართ, ვიდრე მივმართავდით სასამართლოსთვის, მიგვემართა თავად BBC-თვის. ჯერ დასხდნენ იგივე ჟურნალისტები, ვინც ცილისწამება გაავრცელა. განიხილეს ჩვენი საჩივრები და თქვეს, რომ „არა, ჩვენ ვართ მართლებიო“. ეს საერთოდ აბსურდია, ჟურნალისტებმა, ვინც ტყუილი გამოიგონეს, განიხილეს ჩვენი საკითხი და გვითხრეს უარი. შემდეგ შევაბრუნეთ საჩივარი - სამწუხაროდ, რა გითხრათ, მართლაც მსხვერპლის საზიანო კანონმდებლობით, რომელიც ბრიტანეთში არსებობს და აბსოლუტურად არღვევს მაყურებლის თუ ადამიანის უფლებას, აბსოლუტურად აცდენილია - შევიტანეთ ხელახალი საჩივარი. ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შემდეგი ინსტანცია გახლავთ იმ ხალხის რედაქცია, სარედაქციო ჯგუფი, რომელმაც დაავალა ეს სიუჟეტი, ჩაიბარა სიუჟეტი და გაუშვა - ამ რედაქციამ განიხილა და მათაც ჩვენდა გასაკვირად, თქვეს, რომ „არა, ჩვენ ვიყავით მართლებიო“. უარი მოვიდა. ახლა ვართ მესამე ეტაპზე, რომ შევიტანოთ კიდევ ერთი საჩივარი. ისევ BBC-ის უნდა მივმართოთ, ცოტა ერთი დონით მაღლა ხდება განხილვა, მაგრამ ასევე BBC-ში, რომელმაც სიუჟეტი დაუკვეთა, ჩაიბარა და გაუშვა. ასე რომ ჩვენ ვამზადებთ ახლა მესამე საჩივარს, რომელიც შებრუნდება ასევე BBC-ში. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება და შემდეგ, შემდეგი ეტაპებია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ გასაჩივრებას უყურებს, როგორც ფორმალობას, რადგან დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობა „მსხვერპლის მიმართ მტრულია“.
„BBC-ში გასაჩივრებას ვუყურებთ, როგორც ფორმალობას. ფაქტია, ვინც დააშავა, არ იტყვის, მე ვარ დამნაშავეო. ფაქტია, რომ დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობა არის ისეთი, რომელიც არის მტრული მსხვერპლის მიმართ. თქვენ წარმოიდგინეთ ამის უკან რამხელა შრომა და ხარჯი დევს. წარმოდგინეთ, რომ ამას ჩიოდეს არა პარტია, რომელიც ფინანსურად ძლიერია, შესაძლებლობაც აქვს, იურიდიული გამოცდილებაც ასეთ სარჩელებზე იმუშაოს, ჩვეულებრივ ადამიანს დაეჯახოს ამხელა BBC. ფაქტობრივად, მსხვერპლი არის ჭიანჭველას დონეზე, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს“, - აცხადებს პაპუაშვილი.
„შემდეგ ჯერზე, როდესაც დიდი ბრიტანეთი ერთ სიტყვას დაძრავს მედიასთან დაკავშირებით, ჩვენ შევახსენებთ, რომ აბსოლუტურად მსხვერპლის მიმართ მტრული სამართლებრივი გარემოა“, - დასძინა მან და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში სტრასბურგამდეც მივლენ.
დავა ეხება 2025 წლის 30 ნოემბერს გამოქვეყნებულ საგამოძიებო ფილმს „როდესაც წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“.
ფილმი გვიყვება, რომ 2024 წლის ბოლოს თბილისში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩასახშობად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
BBC-ის ჟურნალისტებმა მოიპოვეს დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს შსს-ს არსენალში აღმოჩნდა ქიმიური ნივთიერებები (UN1710 და UN3439). ტოქსიკოლოგების განმარტებით, აღნიშნული კოდები მიუთითებს ტრიქლორეთილენსა და ბრომბენზილ ციანიდზე (კამიტი). ეს უკანასკნელი პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღია, რომელიც ხმარებიდან მისი საშიში ზემოქმედების გამო ამოიღეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მითითებული კოდებით უწყებამ 2007-2009 წლებში შეიძინა ტრიქლორეთილენი და CS გაზი (ცრემლსადენი გაზი). მათი მტკიცებით, 2024 წლის დეკემბრის აქციებზე გამოყენებული იქნა მხოლოდ CS გაზი, რომელიც აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას არ განეკუთვნება.
„ქართული ოცნება“ BBC-სგან ბოდიშის მოხდას და მასალის ყველა პლატფორმიდან წაშლას ითხოვს.
