პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს - ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, თინათინ ბოკუჩავას და ანა ნაცვლიშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 2 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 3 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 4 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
- 5 ზურაბიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, კამიტის შესაძლო გამოყენება გამოიძიონ
- 6 „ქართული ოცნების“ წევრმა, ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა
სხდომიდან გამოძევებამდე, ოპოზიციის წევრები რუსული კანონის მიმართ პროტესტს ხმაურით გამოხავდნენ. საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ერთმანეთს სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდა. ოპოზიციის მოთხოვნაა, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი უკან გაიწვიოს.
„აუცილებლად მოუწევთ უკან დახევა - ისევე, როგორც შარშან მოუწიათ, რადგან ქართველი ხალხი, ის ათი ათასობით ახალგაზრდა, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე ვნახეთ, რომლებიც დაწამლეს, ცემეს, სდიეს ქუჩებსა და ჩიხებში, არ დაუშვებენ, რომ რუსმა ივანიშვილმა მათ ევროპული მომავალი წაართვას.
ჩვენ სათითაოდ, ძალადობრივად გამოგვაძევეს დარბაზიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ვცილობდით კიდევ ერთხელ გაგვეგონებინა მათთვის სწორედ ქართველი ხალხის, ახალგაზრდების, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ხმა, რომლებიც ერთხმად, მტკიცედ იმეორებენ, რომ ეს კანონი ჩვენს ქვეყანას ართმევს ევროპულ მომავალს და ის დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს ივანიშვილის პარტიამ“, - თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, მანდატურებმა სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.
პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით რუსული კანონი განიხილება. საზოგადოების პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ აპირებს, კანონპროექტს კენჭი დღეს უყაროს.
