პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ითხოვს შეიქმნას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, აქციების დროს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების საკითხს შეისწავლის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 4 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რეჟიმის მიერ კანონით აკრძალული ქიმიური ნივთიერების მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენების შესახებ, „ქართულ ოცნებაში“ სრული პანიკა და ისტერიკა გამოიწვია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს მათი ბრალეულობის შესახებ.
„იმდენად მძიმე შესაძლო დანაშაულთან გვაქვს საქმე, რომ დღის წესრიგში დგება ამ საქმის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების დაწყების მოთხოვნა“, - ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანაპარტიელები მიიჩნევენ, რომ ხალხმა უნდა იცოდეს:
- კონკრეტულად ვის მიერ მოხდა უკანონო ქიმიური ნივთიერების წყალში შერევაზე ბრძანების გაცემა;
- ეს იყო სისტემური დანაშაული, თუ კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი უკანონობა, რამაც რისკის ქვეშ დააყენა მრავალრიცხოვანი დემონსტრანტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
„დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობა განპირობებულია არა მხოლოდ დამნაშავეთა გამოვლენის და ანალოგიური მძიმე დანაშაულის პრევენციის, არამედ დაზარალებული მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკების დროულად იდენტიფიცირებისა და მათი სასიცოცხლო ინტერესებით.
იმ პირობებში, როცა „ოცნების“ სასამართლოს და საგამოძიებო სისტემას საზოგადოების ნდობა პრაქტიკულად აღარ აქვს და მართლმსაჯულება პოლიტიკურად არის მოტივირებული, და იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის კვალი შესაძლოა მიდიოდეს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, არსებობს ლეგიტიმური მოსაზრება, რომ „ოცნების“ პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება ვერ იქნება სრულად დამოუკიდებელი, ობიექტური და ეფექტური.
ფაქტია, რომ აქამდე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და მათ მიმართ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე „ოცნებას“ არ დაუწყია გამოძიება და არც უკანონო ბრძანების გამცემი და არც შემსრულებლები არ დაუსჯია. ამიტომ, არ გვაქვს არანაირი გარანტია, რომ ამჯერად მაინც ყველაფერი ბოლომდე და ობიექტურად იქნება გამოძიებული! მით უფრო, როცა სახეზე გვაქვს „ოცნების“ ქაოსური, ისტერიკული და პანიკური განცხადებები, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები და იძულებითი აღიარება იმ ფაქტისა, რომ წყლის ჭავლი ნამდვილად შეიცავდა გარკვეულ მომწამლავ ნივთიერებას.
ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, უახლოეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტს მივმართოთ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.
უნდა შევთანხმდეთ ერთ საკითხზე: ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმაღლესი ღირებულებაა. ის არც პარტიულ ინტერესებზე დგას და არც ვიწრო პოლიტიკური ინტერესის მძევალი შეიძლება გახდეს.
საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას პირადად შეაფასონ გამოძიების ობიექტურობა, პირდაპირი ეთერით მოისმინონ პასუხები კითხვებზე, რომლებიც მათ აწუხებთ. სწორედ ამიტომ, ფრაქცია „საქართველოსთვის“ საქართველოს პარლამენტში ვაინიცირებთ დადგენილების პროექტს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა მხრიდან გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
„როდესაც წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ - BBC World Service-მა ამ სათაურით ჟურნალისტური გამოძიება 30 ნოემბერს გამოაქვეყნა. ჟურნალისტებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში აკრძალული ქიმიური ნივთიერება შეურია.
BBC-მ მოახერხა საქართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმების ინვენტარიზაციის სიის, 2019 წლის დეკემბრით დათარიღებული ასლის, მოპოვება. ჟურნალისტებმა მასში ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს - ჩამონათვალში ისინი მითითებულია, როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციასთან ერთად.
UN1710 ტრიქლორეთილენს (TCE) ნიშნავს. ის სხვა ქიმიურ ნაერთების წყალში გაიხსნას უწყობს ხელს. UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც BBC წერს, ეს არის ზოგადი კოდი სამრეწველო ქიმიური ნაერთების ფართო სპექტრისთვის, რომელთაგან თითოეული საშიშია. ამასთან, BBC-მ დაადგინა, რომ ამ ქიმიური ნოვთიერებებიდან ერთადერთი, რომელიც ოდესმე ყოფილა გამოყენებული არეულობების კონტროლისთვის, ბრომობენზილ ციანიდია.
BBC-ის მტკიცებულებების - სამედიცინო კვლევის, მოწმეთა ჩვენებების, მამხილებლებთან ინტერვიუებისა და ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშების - განხილვის შემდეგ, ტოქსიკოლოგიისა და ქიმიური იარაღის წამყვანმა ექსპერტმა, ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორმა კრისტოფერ ჰოლშტეგმა მიიჩნია, რომ გამოყენებული ნივთიერება ბრომბენზილ ციანიდი, იგივე კამიტი იყო. კამიტი პირველად პირველი მსოფლიო ომის ფრანგულმა ძალებმა ქიმიურ იარაღად გამოიყენეს და მალევე ამოიღეს ხმარებიდან ზემოქმედების ხანგრძლივი ეფექტის გამო.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ბრიტანულ მაუწყებელს სამართლებრივი დავის დაწყებით ემუქრება.
