„სასულიერო პირს ჰყავს „ბენტლი“, სამი ცოლი (ბოდიში ამ სიტყვისთვის. ასეთია მათი აღქმა), ოთხი საყვარელი, ყველა ქვეყანაში თითო შვილი, აქვს ოქრო და ის არავის წინაშეა ანგარიშვალდებული. გაგიჟდით?“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლის დროს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
სომხეთის პრემიერის თქმით, პრესა იუწყება, რომ კათოლიკოსის გარეგინ II-ის ძმა, მთავარეპისკოპოსი ეზრასი, რომელიც სომხური სამოციქულო ეკლესიის რუსეთისა და ახალი ნახჭევანის ეპარქიას ხელმძღვანელობს, „კგბ“-ის (რუსეთის სპეცსამსახურების) აგენტია.
„ეს როგორ შეიძლება? და ისინი იმასაც კი ამბობენ, რომ ჩვენ კათოლიკოსის პირად ცხოვრებაში ვერევით. შეიძლება კათოლიკოსს ჰქონდეს პირადი ცხოვრება? პრემიერ-მინისტრს არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს პირადი ცხოვრება, ხოლო კათოლიკოსს შეიძლება? ახლა ისინი დაიწყებენ ეპისკოპოსების სექსუალური ორიენტაციის უფლებების დაცვას საერთაშორისო კონვენციების მიხედვით. [...] ვინც ამ პოზიციას იცავს, არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე კავშირი სომხეთთან. ეს ნიშნავს, რომ ის პირდაპირ ან ირიბად ეზრასის ქსელის წევრია. ერთი „კგბ“-ს აგენტია, მეორე კი წმინდა მამებს ავიწროებს და... სრული დუმილი. ეს არის უკიდურესი გარყვნილება. და ჩვენ უნდა გავჩუმდეთ ამაზე?
ეგრეთ წოდებულ კათოლიკოს გარეგინს ჰყავს თუ არა ქალიშვილი? მისმა ძმამ, რომელიც „კგბ“-ს აგენტია, რაიმე ახსნა მისცა ამ კითხვას? „კგბ“-ის აგენტმა უნდა გვასწავლოს პატრიოტიზმი, აგვიხსნას ეროვნული იდენტობა?“ - თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.
მან ასევე განაცხადა, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიას ჩამოართმევს ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე რამდენიმე ტაძარსა და მონასტერს, რომლებიც მას მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა. ფაშინიანი მიიჩნევს, რომ იქ სულიერი ცხოვრება არ არსებობს და რომ ისინი, სავარაუდოდ, ინტრიგებისა და სხვადასხვა შეთქმულების ადგილია.
„არსებობს ყველა მორალური და სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ ეს ძეგლები საზოგადოებას დავუბრუნოთ“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშინანსა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიას შორის დაპირისპირება გაზაფხულზე გამწვავდა. მთავრობის მეთაურმა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის გადადგომა მოითხოვა და ის ცელიბატის (დაუქორწინებლობის) აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა.
