ევროკავშირის ყოფილმა უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ ევროპის კოლეჯის რექტორის თანამდებობა დატოვა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების ფონზე. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა გაავრცელა, რომელიც მოგერინის მიერ კოლეჯის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის გაგზავნილ წერილს ეყრდნობა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
2 დეკემბერს ფედერიკა მოგერინი და კიდევ ორი პირი დააკავეს 2021–2022 წლებში ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. ბრალდებები ეხება ტენდერებში თაღლითობასა და კორუფციას, ინტერესთა კონფლიქტს და ევროპის კოლეჯის საქმიანობასთან დაკავშირებული პროფესიული საიდუმლოების დარღვევას.
დაკავებულები მეორე დღეს გაათავისუფლეს ბრალდებების ოფიციალურად წარდგენის შემდეგ. ადვოკატების ინფრომაციით, მოგერინი უარყოფს ბრალდებებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
საქმეში მეორე ბრალდებულია იტალიელი დიპლომატი სტეფანო სანინო. Reuters-ის ინფორმაციით, მან ევროკომისიის ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის დირექტორატის ხელმძღვანელის თანამდებობა თვის დასაწყისში დატოვა. როგორც მან განაცხადა, გამოძიების ფონზე თანამდებობაზე დარჩენა მიზანშეწონილად არ მიაჩნდა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ „დარწმუნებულია, ყველაფერი გაირკვევა“.
52 წლის ფედერიკა მოგერინი ბელგიის ქალაქ ბრიუგეში 1949 წელს დაარსებული ევროპის კოლეჯის რექტორი 2020 წლის სექტემბრში გახდა. 2014 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ნოემბრამდე ის ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი იყო, მანამდე კი, რვა თვის განმავლობაში ეკავა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა.
