ბათუმში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარია ტელევიზიასთან აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები პირდაპირ ეთერს ითხოვდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
როგორც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა აზა გაბუნიამ განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს მოქალაქეების მოთხოვნა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ ღია ეთერი დაუთმოს მათ, რადგან სწორედ მოქალაქეების ჯიბიდან ფინანსდება.
ბათუმში არჩევნების გაყალბებას და ევროინტეგრაციის შეჩერებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, რომ ტელევიზიამ ეთერი სწორედ ამ საკითხების ობიექტურად გაშუქებას დაუთმოს.
29 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 95-მა თანამშრომელმა (სია განახლებადია) ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოლაპარაკების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას“.
„მედიაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, მთავარი ის ღირებულებები უნდა იყოს, რომელიც პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლის მიუხედავად უნდა დავიცვათ. უპირველესია ჩვენი კონსტიტუცია, რომლის 78-ე მუხლი კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერები აცხადებენ, რომ მათი საქმიანობა ახლა, ისე როგორც არასდროს, პარტიული გავლენებისგან დამოუკიდებელი და საზოგადოებრივი უნდა იყოს.
„ხაზგასმით ვადასტურებთ უმთავრესი ღირებულებების ერთგულებას, რაც სახელმწიფო ჩარევისგან დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებლობას, კრიტიკული კითხვების დასმას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ობიექტურად გაშუქებას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო აღნიშნულ განცხადებას გაემიჯნა, განაცხადა, რომ ის ცაკლეული თანამშრომლებს ეკუთვნის და მაუწყებლის ოფიციალური პოზიცია არ არის.
