სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა აშშ-ის ფლორიდის შტატში, რომელსაც ქარიშხალმა „მილტონმა“ გადაუარა. სამაშველო-საძიებო ღონისძიებები გრძელდება და შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს. 2.5 მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„მილტონი“ 9 ოქტომბერს, ოთხშაბათ ღამით, საფირ-სიმპსონის (ქარის ინტენსივობის შესაფასებელი შკალა) მე-3 კატეგორიის სიმძლავრით სარასოტას ოლქში, სიესტას სანაპიროს მახლობლად გამოვლინდა. მან გარშემო დამანგრეველი ტორნადო და დაახლოებით 8.5 მეტრი სიმაღლის ტალღები გამოიწვია. ოკეანის სანაპიროდან ხმელეთში შეჭრის შემდეგ, „მილტონის“ სიმძლავრე პირველ კატეგორიამდე შემცირდა და მოძრაობა ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ განაგრძო.
ევაკუაციის შემდეგ ფლორიდაში 3.3 მილიონზე მეტი სახლი და ბიზნესდაწესებულება დაცარიელდა. უმეტესად, დაზარალებულია დასავლეთ-ცენტრალური რეგიონი. შტატი კატასტროფის ზონად არის გამოცხადებული.

„მილტონი“ პოტენციურად ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალია დასავლეთ-ცენტრალურ ფლორიდაში,“ - განაცხადეს აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულ ცენტრში. ქარიშხალმა 508 მმ-ზე მეტი წვიმა გამოიწვია.
ვითარებას კიდევ უფრო სახიფათოს ხდის ველური ცხოველების უკონტროლო ქცევა. ველური ბუნების ექსპერტების თქმით, ქარიშხლით დაზარალებული და დეზორიენტირებულები ცხოველები ზოგჯერ დასახლებული ტერიტორიებისკენ გადაადგილდებიან.
ორი კვირის წინ ფლორიდას უდიდესმა ქარიშხალმა „ჰელენმა“ გადაუარა, რომელმაც სულ მცრიე, 225 ადამიანი იმსხვერპლა ფლორიდაში, ჯორჯიაში, სამხრეთ კაროლინაში, ტენესში, ვირჯინიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში. ასობით ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.
