საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2023 წლიდან პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასი 20 %-ით გაეზრდებათ. მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამისთვის 290 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„იანვარში ჩვენ გავზარდეთ ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასი 10 %-ით. 2023 წლის იანვარშიც, ხელფასი ასევე გაიზრდება ყველა საჯარო მოხელისთვის 10 %-ით და ეს ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიციელები, ჯარისკაცები და უსაფრთხოების სამსახური. მათი ხელფასები იანვრიდან გაიზრდება 20 %-ით, ყველა თანამშრომლისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად საცხოვრებელი ბინების მშენებლობაზეც ისაუბრა:
„ჯარის ქალაქი სრულდება რამდენიმე თვეში და საცხოვრებელ ბინებს 1000-ზე მეტ ჯარისკაცს გადავცემთ. ეს პროგრამა გაგრძელდება მომავალშიც. რამდენიმე კვირაში დავიწყებთ პოლიციელების ქალაქის მშენებლობას. 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს საცხოვრებელ ბინებს. რა თქმა უნდა, ეს იქნება გრძელვადიანი პროგრამა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, ეს არ არის ერთჯერადი პროგრამა. ასევე, გათვალისწინებული გვაქვს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის პოლიციის შენობების რემონტი, ბაზების მშენებლობა, რემონტი, გდდ-ს ბაზების, შეიარაღება, აღჭურვილობა, ახალი მანქანები და ა.შ.“.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს: „თამამად და ამაყად ვიტყოდი, რომ წელს, ჩვენ მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯების შედეგად, უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც ევროპაში და მსოფლიოში ხდება. ჩვენმა ხალხმა იცოდეს კარგად, თუ რა ვითარებაა, როგორი კონტრასტული ვითარებაა ზოგადად ჩვენს ქვეყანაში, დანარჩენ ევროპაში და კონტინენტზე. ეკონომიკური ზრდა, რაც დღეს დილით გამოქვეყნდა სტატისტიკის სამსახურის მიერ, აგვისტოში გვქონდა 10,5 %, რამაც 8 თვის განმავლობაში 10,3 % შეადგინა. 8 თვეში ორნიშნა ეკონომიკური მაჩვენებელი გვაქვს. ამან საშუალება მოგვცა, რომ წელს არსებული ბიუჯეტი გაგვეზარდა“.