თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა უწყვეტი პროევროპული აქციის მონაწილეს, ვანო სხირტლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე ე.წ. ჭყვიტინა სათამაშოს გამო დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვანო სხირტლაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას - პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა.
„ეჭირა სათამაშო, რომელიც გამოსცემდა ხმას - ჭყვიტინებდა. იგი მიდიოდა პოლიციელებთან და გამოსცემდა ამ ხმებს. ამ ქმედების გამო თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. დაკავების მიზეზი გახდა ეს ირონიული ქმედება, რაც გამოიხატებოდა სათამაშოს სახესთან ჭყვიტინით“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე მოწმედ მისულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა.
ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით, ვანო სხირტლაძის კითხვას, რასთან ასოცირდება მისთვის მამლის ჭყვიტინი, მოწმე პოლიციელმა უპასუხა: „სოციალურ ქსელში არის ვიდეოები, სადაც ეს ხმა დაცინვის მიზნითაა გამოყენებული. შეიძლება ბევრი რამე ჭყვიტინებს, მაგრამ აღნიშნული სათამაშო იყო დამამცირებელი“.
ვანო სხირტლაძე 20 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე ადამიანთან ერთად დააკავეს. დაკავებულთა შორის იყო მიხეილ ზაქარეიშვილიც, რომელსაც შსს „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი“ დაუმორჩილებლობას ედავებოდა. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიხეილ ზაქარეიშვილიც სამართალდამრღვევად ცნო და 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
