პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურმა, ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსთან“ თანამშრომლობით, საქართველოს 27 და მოლდოვის 13 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 3 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 4 დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
- 5 მამუკა მდინარაძისთვის ჩაფიქრებული თანამდებობები უქმდება
- 6 „მხოლოდ წელს“ - „ქართული ოცნება“ 1 795 აბიტურიენტისთვის მეორად ჩარიცხვას აცხადებს
სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს 20 მოქალაქის სამშობლოში იძულებით დაბრუნება ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით მოხდა.
„მოლდოვის მოქალაქეების შემთხვევაში, ცხრა მამაკაცი იყო. ერთ-ერთი ქართველი ქურდობისთვის 12-ჯერ იყო ნასამართლევი. სხვა უცხოელები დაკავებულები იყვნენ, მათ შორის, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისა და პოლონეთში უკანონო ყოფნისთვის“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპორტირებულებს შორის იყვნენ ისინიც, ვინც სხვა უცხოელებს პოლონეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ეხმარებოდნენ, ასევე, პირები, რომლებმაც პოლონეთში შესასვლელად პირადი მონაცემები შეიცვალეს.
საზღვრის დაცვის სამსახურის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან პოლონეთი 4600-ზე მეტმა უცხოელმა დატოვა, როგორც იძულებით, ისე ნებაყოფლობით.
