თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტის, კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას სარჩელი ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილის გადაწყვეტილებით, კრიტიკულ მედიასაშუალებას მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ლარის გადახდა და გადაცემა „შაბათის ფორმულაში“ გასული სადავო ფრაზების უარყოფა დაეკისრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
ხაინდრავა დავობდა „შაბათის ფორმულას“ 2025 წლის 20 დეკემბრისა და 2026 წლის 17 იანვრის სიუჟეტების გამო. არხი წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ 2016-2017 წლებში რეჟისორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, ფულის სანაცვლოდ ეხმარებოდა ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაში. ხაინდრავა ბრალდებებს ტყუილს უწოდებს.
გადაწყვეტილების შემდეგ ხაინდრავამ თქვა, რომ კომპენსაციას „მედიატერორისგან დაცვის ფონდის“ დასაარსებლად გამოიყენებს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი პრევენციული ხასიათისაა, რათა მედიამ „ჭკუა ისწავლოს“ და მოქალაქეებს მსგავსი შეურაცხყოფა აღარ მიაყენოს.
„ფორმულას“ იურისტი, ეთო ქათამაძე გადაწყვეტილებას საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე ზეწოლად აფასებს და საქმის საერთაშორისო ინსტანციებში, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას აანონსებს. არხის წამყვანების, ვახო სანაიასა და ნინო ჟიჟილაშვილის განცხადებით, მიუხედავად ზეწოლისა, ტელეკომპანია მაუწყებლობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
სამოქალაქო დავის პარალელურად, პროკურატურა აწარმოებს სისხლის სამართლის გამოძიებას ცრუ დასმენის მუხლით. საქმის ფარგლებში უკვე დაიკითხნენ „შაბათის ფორმულას“ წამყვანი დავით ქაშიაშვილი, ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე და ოპერატორი მიშო მარტაშვილი. ტელეკომპანიის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ გამოძიება მხოლოდ მედიის წინააღმდეგ მიმდინარეობს, მაშინ როდესაც სიუჟეტში მოყვანილი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტებით საგამოძიებო უწყებები არ დაინტერესებულან.
ტელეკომპანიის იურისტის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა გახდეს დამატებითი ბიძგი პროკურატურისთვის, რათა ჟურნალისტების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება გააგრძელოს.
საქართველო მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში მხოლოდ ერთ წელიწადში 114-დან 135-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.
ამ რეიტინგით საქართველო ჩამორჩება ზიმბაბვეს, სომალის, უგანდას, მალის, ნიგერიას, ჩადის და პაპუა-ახალ გვინეას.
135-ე ადგილი რეიტინგში ნიშნავს, რომ ქვეყნაში პრესის თავისუფლების მდგომარეობა რთულია.
