„ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ვირჩევთ რომელიმე პარტიას მეორის ნაცვლად, ამა თუ იმ პროგრამას, ამა თუ იმ ლიდერს, ან კიდევ არცერთი მოგვწონს და ამიტომ თავს ვიკავებთ. დღეს ჩვენი ისტორიის გადამწყვეტი ეტაპია, სადაც არჩევნებით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი მომავალი, მივცეთ ხმა მმართველობის ახალ მოდელს, ახალ ეკონომიკას, ესე იგი, ახალ ევროპულ სახელმწიფოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დროს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 5 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ემიგრანტებსა და ახალგაზრდებს მოუწოდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.
„მომავალი არჩევნები განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. თქვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, აქტიურად ჩაერთოთ მომავალ არჩევნებში. აქტიურად ჩართვა ნიშნავს სრულ მობილიზაციას. თუ მომავალი დღეს წყდება, ამ მომავლის შექმნაში არმონაწილეობა უკვე დანაშაულია.
მივმართავ დიასპორაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც არანაკლებ ევალებათ ქვეყნის მომავლის შექმნაში მონაწილეობა: თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი უფლებები - დროულად გაიაროთ საკონსულო რეგისტრაცია, რათა უმოკლეს ვადებში შეძლოთ ახალი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნა, რაც კანონით გეკუთვნით; სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, მოითხოვოთ არჩევნების დღეების გაზრდა. უნდა იცოდეთ, რომ არჩევნებაში მონაწილეობა თუნდაც არალეგალებისთვის საფრთხის მქონე არ არის, რასაც ჩვენი პარტნიორები სიტყვიერად თუ პრაქტიკით ადასტურებენ. მე პირადად ვიქნები თქვენი საარჩევნო უფლებების დამცველი.
მივმართავ ახალგაზრდობას: თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით შარშანდელ გამარჯვებაში და ახლაც, შემდეგი ეტაპისთვის მზადებაში თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება. ეს თქვენი ქვეყანაა, ბრწყინვალე წარსულით და არანაკლებ ბრწყინვალე მომავლით, არავის დაუტოვოთ. გაიხსენეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში სწორედ ახალგაზრდების აქტიურობამ გადაწყვიტა ამა თუ იმ არჩევნების შედეგები და შეცვალა მომავალი. ეს თქვენც შეგიძლიათ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, „ამ ძალიან რთულ პერიოდში“ მოქალაქეების გვერდით იქნება, როგორც „ამ პროცესების დამკვირვებელი, შემდუღებელი და ზედამხედველი“.
„ვიღაცას შეიძლება ძალიან აწყობდეს, რომ გადამიყვანოს პოლიტიკური ჭიდილის არენაზე და რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოზიციის თუ ოპოზიციის ლიდერად წარმომაჩინოს. ამაოდ. ეს გზა გავლილი მაქვს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ ქვეყანას დღეს უპარტიო, თუმცა არა უპრინციპო, სტრატეგიული ხედვის და არა პოლიტიკური ამბიციის და პირადი ინტერესების მქონე სახელმწიფო ლიდერი სჭირდება.
საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას ოპოზიციაც ითხოვს. პარტიებმა „დროა და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ კამპანია „საარჩევნო ყუთი შენ ქალაქში“ დაიწყეს. კამპანიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოსთვის მისამართად, ხელმოწერების შეგროვება აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ირლანდიის, კანადის და ბელგიის 10-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.