თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლესთან მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არიან დაშავებულები. ამ დროისთვის ტერიტორია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს აქვთ დაკავებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის ღობე გაარღვიეს, ჭიშკარი შეანგრიეს და ეზოში შეჭრა სცადეს.
ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ათონელის ქუჩაზე აქციის მონაწილეები გამოჩნდნენ, შენობაში „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფებოდა და ის „საევაკუაციო კარიდან“ გაიყვანეს.
დემონსტრანტები პრეზიდენტის სასახლესთან თავისუფლების მოედნიდან, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ მივიდნენ.
„ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება. [...] ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს“, - თქვა ზოდელავამ.
მურთაზ ზოდელავამ ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს მოუწოდა, აირჩიონ „ან ქართველი ხალხი, ან ივანიშვილის მსახურება“.
ათონელის რეზიენციასთან განვითარებულ მოვლენებს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაემიჯნა.
„პრეზიდენტის სასახლის აღების ეს მცდელობა მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული, ქართველი ხალხის 310-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისთვის. როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მე ოფიციალურად ვემიჯნები ამას და მშვიდობიანად ვაგრძელებ ჩემი ხალხის გვერდით დგომას მანამ, სანამ ახალ არჩევნებში არ გავიმარჯვებთ“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა პლატფორმა X-ზე.
განცხადება გაავრცელა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამაც და მომხდარი „მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციდ“ შეაფასა. „გახარია - საქართველოსთვის“ მოწალაქეებს მოუწოდებს, „არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ პროვოკაციაში.“
„ამ მოვლენების უმართავ პროცესებში გადაზრდა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს მტრების ინტერესებშია“, - აცხადებს „გახარია - საქართველოსთვის“.
