„საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი არჩევნების დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ამას ყოველდღიურად ვხედავთ უფრო და უფრო ნათლად. ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა, თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 16 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. პრეზიდენტის თქმით, 26 ოქტომბერი ჩვეულებრივი არჩევნების დღე არ არის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
„ამას იმდენჯერ გავიმეორებ, რამდენჯერაც საჭირო იქნება: ეს არის მთავარი არჩევანის დღე, რეფერენდუმის დღე - ავირჩიოთ სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული ფასეულობები თუ ჩვენი მომავალი რუსეთს დავუთმოთ. დღეს არჩევანი ერთია - ან ევროპა ან რუსეთი. ჩვენ ეს ქვეყანა არასდროს არავისთვის დაგვითმია და არც არავის დავუთმობთ. ეს არჩევანი ჩვენი, ყველას ერთობლივი პასუხისმგებლობაა, ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით და ვატარებთ სამომავლოდ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, თავის წინ პასუხისმგებლობას „ბოლომდე აიღებს“ და ხელს შეუწყობს ყველა პროევროპულ ძალას.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, 14 სექტემბერს, გორში, ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
ივანიშვილის განცხადებას ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ბოდიში არავისთვის აქვთ მოსახდელი. მმართველი პარტიის ლიდერის გამოსვლას „მოღალატეობრივი“ უწოდეს ოპოზიციაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, ამ განცხადებით „ქართული ოცნება“ ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება. პარტიების დიდი ნაწილი არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობას აპირებს. ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ.
