არჩევნების წინ სკოლებში მოსწავლეებს მშობლების მონაცემებს, მათ შორის, პირად ნომრებს სთხოვენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. განათლების სამინისტრო მას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
დღეს, 14 ოქტომბერს პრეზიდენტმა Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა კითხვარის ფოტო და დაწერა: „სკოლებში ასეთ მონაცემებს რომ სთხოვენ ბავშვებს, ეს პირადი მონაცემების დარღვევაა! არ უნდა გასცეს ბავშვმა მშობლების პირადი ნომერი! სააინტერესოა ამ სკოლების იდენტიფიკაცია“.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პრეზიდენტის Facebook-პოსტს გამოეხმაურა და სიცრუე უწოდა ინფორმაციას, „თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება“. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსწავლეთა მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების შესახებ, ასახულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
„პერიოდულად სკოლების მიერ ხდება სისტემაში არსებული მონაცემების, კერძოდ, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, საკონტაქტო ტელეფონის, ელ.ფოსტისა და საცხოვრებელი მისამართის განახლება.
აღნიშნული ემსახურება მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი და მარტივი კომუნიკაციის უზრუნველყოფას“, - განათლების სამინისტროს განცხადებაში არაფერია ნათქვამი მოსწავლეებისგან მშობლების პირადი ნომრების მოთხოვნაზე.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მონაცემების შეგროვება, შენახვა, დამუშავება, ანალიზი და ადმინისტრირება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით ხდება.
„მოვუწოდებთ კონკრეტულ პირებს, რომ თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რაც მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.
სალომე ზურაბიშვილს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს კომპეტენცია დაუწუნა, „კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრი“ უწოდა და თქვა: „სალომე ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, სტანდარტული ანკეტაა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში ივსება მოსწავლეების მიერ. წარმოდგენა რომ არ გაქვს პერსონალურ მონაცემებზე და არც იმაზე, როგორ უნდა შეივსოს მოსწავლის ანკეტა, ეს სერიოზული პრობლემაა. თუმცა, ამ ხალხს კომპეტენცია არ მოეთხოვება“.
