6-7 დეკემბერს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით, 48 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
შსს-ს განცხადების მიხედვით, პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე მყოფ პირთა ნაწილის ქმედებებმა მიიღო ძალადობრივი ხასიათი - „პარლამენტის შენობის და მის წინა პერიმეტრზე მდგომი სამართალდამცველების მისამართით ისროლეს პიროტექნიკა“, რის შედეგადაც, შსს-ს მტკიცებით, მათი ერთი თანამშრომელი დაშავდა.
„ასევე, პოლიციის თანამშრომლებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათი მიმართულებით ისროდნენ ქვებსა და სხვადასხვა მძიმე საგნებს. აქციის მონაწილეები, სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, კვლავ განაგრძობდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაატარა კანონით მინიჭებული ზომები, მათ შორის გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაახლოებით 00:30 საათზე დაიწყეს. სახალხო დამცველის და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რადგან აქცია მშვიდობიანი იყო. პარალელურად სპეცრაზმელები და პოლიციელები მოქალაქეებს აკავებდნენ. რუსთაველის გამზირის გარდა, სპეცრაზმი განლაგებული იყო რესპუბლიკის მოედანზეც, სადაც ასევე დააკავეს რამდენიმე ადამიანი.
რუსთაველის გამზირზე დარბევის შემდეგ, მომიტინგეები გმირთა მოედნისკენ წავიდნენ, რა დროსაც, მარჯვენა სანაპიროზე, მათ შეიარაღებული პირები, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ე.წ. ტიტუშკები დაუპირისპირდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა გზაზე მოძრაობა შეზღუდეს და „კონფლიქტში შევიდნენ ავტომობილის მგზავრებთან, რომლებიც ერთ-ერთი დასაცავი პირის პირად დაცვას წარმოადგენდნენ“.
