პროსამთავრობო, პროპაგანდისტული ტელეარხის, „იმედის“ გადამღები ჯგუფი მოლდოვაში არ შეუშვეს. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მათ მოლდოვის საპარლამენტო არჩევნები უნდა გაეშუქებინათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
საუბარია გადაცემა „იმედის კვირის“ ჟურნალისტზე, საბა ხვიჩიასა და მის ოპერატორზე, რომლის ვინაობა დაკონკრეტებული არ არის. „იმედის“ განცხადებით, მათ მოლდოვაში არშეშვების მიზეზად საცხოვრებელი ადგილისა და მატერიალური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტების არქონა დაუსახელეს, თუმცა, „ყველა საჭირო დოკუმენტაცია აქვთ“.
„ევროპულ დემოკრატიად შერაცხულ მოლდოვაში ჩასული “იმედის კვირა” პირდაპირ დსთ-ში აღმოჩნდა. ჩვენი ჟურნალისტი და ოპერატორი კიშინეუში არჩევნების გასაშუქებლად არ შეუშვეს. აეროპორტში 5 საათიანი დაყოვნების შემდეგ, გადამღები ჯგუფი გამგზავრების დარბაზში გადაიყვანეს. მიუჩინეს მეთვალყურეები და იმასაც არ ეუბნებიან, როდის მიეცემათ სამშობლოში დაბრუნების საშუალება.
არ აძლევენ ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობას, უზღუდავენ გადაადგილებას, ჩამორთმეული აქვთ პასპორტები და დოკუმენტაცია. ერთადერთი, რაც უთხრეს, არის ის, თითქოს მათ არ ჰქონდათ დადასტურებული საცხოვრებელი ადგილის, მატერიალური უზრუნველყოფისა და ქვეყანაში შესვლის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც სიცრუეა, რადგან „იმედის კვირის“ ჟურნალისტებს ყველა საჭირო დოკუმენტი თან აქვთ.
მოლდოვაში კვირას საპარლამენტო არჩევნებია და სწორედ საარჩევნო პროცესის გადასაღებად გაემგზავრა „იმედის კვირა“. ასეთია დემოკრატია მოლდოვურად და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის „ევროპული“ სტანდარტი ყველა დეტალს „იმედის კვირაში“ საბა ხვიჩია მოყვება რომელიც ელოდება უკან, საქართველოში გამომგზავრებას“, – წერია განცხადებაში, რომელსაც „იმედი“ ავრცელებს.
28 სექტემბერს, კვირას მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ქვეყნის ხელისუფლება რუსეთს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. პრეზიდენტმა მაია სანდუმ სექტემბრის დასაწყისში, ევროპარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატებების გამო, რუსეთი მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს ახორციელებს. სანდუს თქმით, დღეს მოლდოვასთვის „არჩევნები ბრძოლის ველია“.
