რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული იმ შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე, რომელიც 2026-2030 წლებში ე.წ. რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
შეთანხმების მთავარ მიზნად რუსეთსა და აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარება, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და რეგიონში ეკონომიკური და საინვესტიციო აქტივობის სტიმულირება სახელდება.
რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება სხვადასხვა სფეროზე გადანაწილდება, მათ შორის - განათლებაზე, ახალგაზრდულ პოლიტიკაზე, ბავშვებისა და ახალგაზრდების აღზრდაზე და კულტურულ გაცვლაზე. დაფინანსების ერთ-ერთი პრიორიტეტია ტურიზმის სექტორი და ამ დარგისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარება. გარდა ამისა, სახსრები მიიმართება აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, პროკურატურისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ფულადი სარგოსა და სოციალური გარანტიების გასაზრდელად.
რატიფიცირებული შეთანხმების თანახმად, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დაეკისრა ვალდებულება, რომ ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით მედიკამენტებით უზრუნველყოს აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები.
შეთანხმება მოსკოვში 2025 წლის 27 დეკემბერს გაფორმდა. მას ხელი მოაწერეს დე ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა თეიმურაზ მიკვაბიამ და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ სერგეი ნაზაროვმა. დე ფაქტო პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება აპრილში მოახდინა, ხოლო რუსეთის სახელმწიფო დუმამ ივლისში.
საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული სამართლის მიხედვით, მსგავს დოკუმენტებს არავითარი ლეგიტიმური იურიდიული ძალა არ გააჩნიათ.
