„თქვენ ან მოგიწევთ აღიარება ამ ხელისუფლების, ან ნელ-ნელა განიდევნებით, ნელ-ნელა გაიწევით გვერდზე“, – „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კრიტიკული მედიის წარმომადგენლისგან კიდევ ერთხელ მოითხოვა მისი ლეგიტიმციის აღიარება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„თქვენ ახლა ვის ესაუბრებით? ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი? თქვენ საქართველოში ცხოვრობთ, საქართველოს მოქალაქე ხართ და საქართველოს ჰყავს ხელისუფლება. შეუძლებელია ხელისუფლების გარეშე ქვეყანა იმართებოდეს.
როცა თქვენ საქართველოს იურისდიქციაში იმყოფებით, როცა არჩეულ პრეზიდენტზე იძახით არალეგიტიმურს, თავად ხართ არალეგიტიმური. მე ლეგიტიმური ვარ.
ვის ესაუბრებით? საზოგადოებას მინდა თქვენი აბსურდის მნიშვნელობა კიდევ კარგად დავუმტკიცო - თქვენ არ აღიარებთ ადამიანს, პრეზიდენტს არ აღიარებთ, ამ დროს პასუხს სთხოვთ, კითხვას უსვამთ. ასეთ აბსურდში იმყოფებით [...] აზრი არ აქვს თქვენთან საუბარს, საქართველო გააგრძელებს განვითარებას“, – უთხრა ყაველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს, რომელიც მას შეკითხვას ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით უსვამდა.
ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად 2024 წლის 14 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა საარჩევნო კოლეგიამ აიჩია. მისი ინაუგურაცია 29 ოქტომბერს, პარლამენის შენობაში გაიმართა. ღონისძიებაზე არცერთი უცხოელი ელჩი არ ყოფილა მიწვეული. ყაველაშვილმა საჯარო მილოცვები აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, სერბეთის, უნგრეთის, თურქეთისა და ჩინეთის ლიდერებისგან მიიღო.
ადგილობრივმა ოპოზიციურმა პარტიებმა და საერთაშორისო აქტორებმა ყაველაშვილის ლეგიტიმაცია არ ცნეს. თებერვალში მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტმა უარი თქვა „2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების, მათ შორის ახლად დანიშნულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის აღიარებაზე“. რეზოლუციაში ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილი იყო მოხსენიებული.
