პოლიციამ ძალადობის ბრალდებით ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წევრი გივი ზაუტაშვილი და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავა. ამავე ბრალდებით არის დაკავებული ზაუტაშვილის ძმაც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
საქმე ეხება 8 ნოემბერს, ყვარელში, „ილიაობა 2025“-ის შემდეგ მომხდარ დაპირისპირებას.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი 1985 წელს დაბადებული ნიკა ზაუტაშვილი,1982 წელს დაბადებული გივი ზაუტაშვილი და 1981 წელს დაბადებული ლევან გელაძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ყვარელში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტისას, ნიკა ზაუტაშვილი, მისი ძმა - გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე, ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანება მიაყენა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გივი ზაუტაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ 30 ოქტომბერს, ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დაამტკიცეს. 2021-2025 წლებში ის ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას იკავებდა, ხოლო უფრო ადრე, 2018-2021 წლებში მერის მოადგილე იყო.
ლევან გელაძე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, ილია მზექალაშვილის (საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე) მოადგილედ ნოემბრის დასაწყისში დაინიშნა. 2021-2025 წლებში ის ყვარლის საკრებულოს წევრი იყო პარტია „ქართული ოცნებიდან“, იკავებდა ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
