რა წერია რეზოლუციის პროექტში, რომელსაც ევროპარლამენტი 13 თებერვალს უყრის კენჭს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროპარლამენტი დღეს, 13 თებერვალს კენჭს უყრისსაქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესების შესახებრეზოლუცი, რომელიც ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის შეთანხმებული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს თვითდანიშნულმა ხელისუფლებამ ქვეყანა სრულმასშტაბიან კონსტიტუციურ და პოლიტიკურ, ასევე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კრიზისში ჩააგდო. ტექსტში ნახსენებია მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკურად მოტივირებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეები, თავდასხმები ჟურნალისტებზე, ასევე ფიზიკური ანგარიშსწორება ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანამშრომელ ზვიად ქორიძეზე, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ახალი დრაკონული კნონების მიღება.

ამ რეზოლუციით ევროპარლამენტი:

  • გმობსქართული ოცნებისხელისუფლებას და მოუწოდებს მას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივი რეპრესიები; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს თვითდანიშნული ხელისუფლება არღვევს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანის ძირითად უფლებებს და ქვეყნის ძირითად საერთაშორისო ვალდებულებებს, რითაც ძირს უთხრის ათწლეულების მანძილზე ქვეყნის პოლიტიკური კლასისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს; საქართველოს განიხილავს, როგორცქართული ოცნებისუკანონო რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოს; გამოხატავს ღრმა მწუხარებას იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიატოვა ევროინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების გზა; აღნიშნავს, რომ მიმდინარე დემოკრატიულმა უკანდახევამ და ანტიდემოკრატიული კანონების მიღებამ ფაქტობრივად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი; იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და სურვილს მიმართ, იცხოვროს აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში;
  • არ ცნობსქართული ოცნებისთვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, ჩამოყალიბებულს 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების - რომელიც არც თავისუფალი იყო და არცსამართლიანი, ჩატარდა დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით და არ ასახავდა საქართველოს ხალხის ნებას - შემდეგ; ხაზს უსვამს, რომ ფართომასშტაბიანმა საარჩევნო გაყალბებამ შეარყია საარჩევნო პროცესის მთლიანობა, ეჭვქვეშ დააყენა შედეგების ლეგიტიმურობა და ძირი გამოუთხარა საზოგადოების ნდობას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე, ნებისმიერი ახალი მთავრობის მიმართ;
  • მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, ასევე ეროვნულ პარლამენტებსა და საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებს, არ აღიარონქართული ოცნებისერთპარტიული პარლამენტი და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია; მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას შეუერთდეს საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიმართ ბოიკოტს;
  • აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად აღიარებას;
  • ხაზს უსვამს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით; მოითხოვს, რომ საქართველოში ჩატარდეს ახალი არჩევნები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვების გზით, რათა გარანტირებული იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი; მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, მკაცრად მოითხოვონ ახალი არჩევნების ჩატარება;
  • მოუწოდებს საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს, კერძოდ, ევროკავშირის 25-ს სახელმწიფოს (უნგრეთის და სლოვაკეთის გამოკლებით) დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დააწესონ ბიძინა ივანიშვილ, მის ოჯახისა და კომპანიების წინააღმდეგ, გაყინონ ევროკავშირში მთელი მისი აქტივები პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის, დემოკრატიული უკანდახევის დაშვებისა და ქვეყნის კონსტიტუციურად დეკლარირებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედების გამო; მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას ჩამოართვას ივანიშვილს ღირსების ლეგიონის ორდენი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები;
  • მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, კერძოდ, 25 წევრს, დაუწესონ პერსონალური სანქციები იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკანდახევაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების დევნაზე, მათ შორის - ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს; მოუწოდებს მათ, სანქციები გაავრცელონ მოსამართლეებზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ჩათვლით, რომლებიც იღებენ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე, ასევე, ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც ჩუმად ან ღიად უჭერენ მხარს რეჟიმს და რეჟიმთან დაკავშირებული მედიასაშუალებების - მათ შორისიმედის“, „პოსტივისდარუსთავი 2-ისმფლობელებზე დეზინფორმაციის გავრცელებაში მათი როლისთვის და საჯარო დისკურსის მანიპულირების მცდელობისთვის ამჟამინდელი მმართველი პარტიის ავტორიტარული მმართველობის შესანარჩუნებლად;
  • მოუწოდებს საბჭოს და წევრ ქვეყნებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ქსელს, ელიტარულ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსურ ოპერატორებს, პროპაგანდისტებს და რეპრესიული სახელმწიფო აპარატის ხელშემწყობებს, მათ შორის, ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერას, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ვანო ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს („რიჟა“), თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილს და გოჩა ენუქიძეს;
  • რჩება იმ მოსაზრებაზე, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული ზომები დემოკრატიის აშკარა უკანდახევის და წინა ვალდებულებების შეუსრულებლობის საპასუხოდ ჯერ კიდევ სრულად არ ასახავს საქართველოში ვითარების სიმძიმეს და ბოლო მოვლენებს;
  • ხაზს უსვამს, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის პირობებისთვის; კვლავ მოუწოდებს კომისიასა და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს, შეჩერების შესაძლებლობით, თუ ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ არ არის დაცული;
  • კატეგორიულად გმობს საქართველოს მმართველი რეჟიმის მიერ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ სასტიკ ძალადობასა და რეპრესიებს; მოუწოდებს დაუყონებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და ანტისამთავრობო აქციების დროს დაკავებული პირი; ითხოვს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რომელიც უკვე ოთხ კვირაზე მეტია შიმშილობს უსამართლო დაკავების გამო და კრიტიკული, შეუქცევადი და სიცოცხლისათვის საშიში შედეგების წინაშე დგას; გმობს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმას, ასევე, პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის ნიკა მელიასა და გიგი უგულავას დაკავებას, როგორც „ქართული ოცნებისა“ და მისი მოკავშირეების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ძალადობის შოკისმომგვრელ ესკალაციას;
  • ადასტურებს საქართველოს მოსახლეობისა და მისი აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სოლიდარობას მათი ლეგიტიმური დემოკრატიული უფლებებისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში;
  • კატეგორიულად გმობს დრაკონული კანონმდებლობის ამოქმედებას, რომელიც აწესებს დაუსაბუთებელ შეზღუდვებს გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებზე და მოითხოვს ბოლო დროს მიღებული ასეთი რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური უფლებების მშვიდობიანად გამოყენებისთვის დაკავებული ყველა პირი და უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის უკანონო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ ბრალდებების სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება; მიიჩნევს, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა გამოიყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად, შიშის დასანერგად და თავისუფალი სიტყვის გასაჩუმებლად;
  • მოუწოდებს „საქართველოს ხელისუფლებას“, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად, გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობის ყველა შემთხვევა;
  • მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და მიუკერძოებელ გამოძიებას პოლიციის სისასტიკისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ; მოუწოდებს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელმა პირებმა, მათ შორის სამართალდამცავმა მაღალჩინოსნებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც რეპრესიების ბრძანებებსგ ასცემდნენ, კანონის წინაშე სრულად აგონ პასუხი;
  • გმობს პროკურატურის მიერ საბოტაჟზე გამოძიების დაწყებას და ამ ქმედებას განიხილავს, როგორც რეჟიმის მიერ რეპრესიების შემდგომ ესკალაციას;
  • გმობს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმების ფართო კამპანიას, რომელიც ამცირებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა დაცვის მხარდამჭერ ცნობილ საერთაშორისო დონორებს;
  • გმობს „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტის 49 ოპოზიციონერი წევრისთვის მანდატის შეწყვეტას;
  • მიესალმება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას, სადავო გაეხადა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო;
  • აღნიშნავს, რომ საქართველო, ოდესღაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის ლიდერი, განიცდის დემოკრატიული უკანდახევის დაჩქარებულ პროცესს, რამაც შესაძლოა ქვეყანა მიიყვანოს ბელრუსის პოლიტიკური განვითარების გზამდე და ამჟამინდელი ავტორიტარული მდგომარეობიდან დიქტატორულ რეჟიმზე გადავიდეს;
  • გმობს ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს გაწევრიანების მოლაპარაკებები და უარი თქვას ევროკავშირის დაფინანსებაზე;
  • გამოდის საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივი და ყოვლისმომცველი აუდიტის მოწოდებით; მოუწოდებს კომისიას, გადახედოს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებას საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ მისი ზოგადი პრინციპების დარღვევის ფონზე. აღნიშნავს, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური თანამშრომლობის და შეთანხმებით გათვალისწინებული პრივილეგიების პირობითი შეჩერება;
  • მოუწოდებს კომისიას შეწყვიტოს მიმდინარე პროექტების ფინანსური მხარდაჭერა, მორატორიუმი დაწესდეს კავშირის სფეროში ყველა საინვესტიციო პროექტზე; ასევე, მოუწოდებს კომისიას დაიწყოს იმ ეკონომიკური სექტორების იდენტიფიცირება, რომლებიც ოლიგარქიულ ინტერესებთანაა დაკავშირებული და მხარს უჭერენ ამჟამინდელ ავტორიტარულ მმართველობას, შემაკავებელი ზომების ან ეკონომიკური სანქციების შესახებ პოტენციური სამომავლო გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
  • გმობს დაშინებისა და პოლარიზაციის კლიმატს, რომელიც გამწვავებულია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებებით, ასევე, პოლიტიკურ პლურალიზმზე თავდასხმებით, მათ შორის ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განმეორებითი მუქარებით. ხაზს უსვამს, რომ ყველაფერი, გარდა საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების სრული აღდგენისა, გამოიწვევს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაუარესებას, შეუძლებელს გახდის ნებისმიერ ნაბიჯს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და გამოიწვევს დამატებით სანქციებს;
  • მოუწოდებს კომისიას, სწრაფად გადაამისამართოს გაყინული 120 მილიონი ევრო, რომელიც თავდაპირველად განკუთვნილი იყო საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერისთვის, რათა გააძლიეროს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, კერძოდ, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ. ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის აუცილებლობას მზარდი რეპრესიებისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობის შეჩერების ფონზე და, შესაბამისად, მოუწოდებს კომისიას დაყოვნების გარეშე გააძლიეროს მხარდაჭერა;
  • გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ქვეყანაში რუსეთის გავლენის ზრდის და რუსეთთან დაახლოებისა და თანამშრომლობის პოლიტიკის გატარების კუთხით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებების გამო. ამასთან დაკავშირებით, გმობს „ქართული ოცნების“ პარტიის წარმომადგენლების მზარდ ანტიდასავლურ და მტრულ რიტორიკას საქართველოს სტრატეგიული დასავლელი პარტნიორების მიმართ და „ქართული ოცნების“ მიერ რუსული დეზინფორმაციის ხელშეწყობას;
  • მტკიცედ იმეორებს თავის გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.
საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.