„ქართული ოცნების“ მთავრობამ რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში 3 712 428 კვ/მ ტერიტორიას ტყის სტატუსი შეუწყვიტა. შესაბამის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 19 დეკემბერს მოაწერა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის N496 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-22 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ონის სატყეო უბანში მდებარე საერთო ფართობით 3 712 428 კვ/მ ტერიტორიას შეუწყდეს სახელმწიფო ტყის სტატუსი“, – ნათქვამია განკარგულებაში.
ასევე, 19 დეკემბრის განკარგულებების საფუძველზე, სახელმწიფო ტყის სტატუსი შეუწყდა თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საერთო ფართობით – 1 847 893 კვ/მ ტერიტორიას, ხოლო 9 876 611 კვ/მ ტერიტორიას ეს სტატუსი მიენიჭა.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ტყის საზღვრის კორექტირება დაევალა. კობახიძის განკარგულებებაში საკადასტრო კოდები არ არის მითითებული.
