უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ რუსი ავტორების მიერ დაწერილ მემორანდუმს ეფუძნებოდა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბერში მიიღო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი საკითხთან დაკავშირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
Reuters-ის ეს მემორანდუმი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრისას განიხილეს. რუსულ ენაზე დაწერილი დოკუმენტი შემდეგ დაედო საფუძვლად იმ 28-პუნქტიან გეგმას, რომელიც, Reuters-ის ცნობით, ძირითადად ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ ვიტკოფსა და ჯარედ კუშნერს და რუს მომლაპარაკებელ კირილ დმიტრიევს შორის შეხვედრის დროს შემუშავდა. საკითხთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლში შეხვედრის შესახებ ბევრი არ იყო ინფორმირებული.
28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ ტექსტი პირველად გამოცემა Axios-მა გამოაქვეყნა. დოკუმენტი უკრაინის მიერ დონბასის დათმობას, შეიარაღებული ძალების რაოდენობის ამჟამინდელი 800-850 000-დან 600 000-მდე შემცირებას და ნატოს წევრობაზე უარის თქმას ითვალისწინებდა.
სააგენტო Reuters აღნიშნავს, რომ გასულ შაბათ-კვირას ჟენევაში, ამერიკულ, უკრაინულ და და ევროპულ დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ეს გეგმა მნიშვნელოვნად შეიცვალა.
25 ნოემბერს, Bloomberg-მა გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვს საუბრის ორი ჩანაწერი - ერთი ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ ვიტკოფთან, ხოლო მეორე პუტინის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან. Bloomberg-ის ცნობით, უშაკოვმა და დმიტრიევმა 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პროექტი განიხილეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოქვეყნებულ ჩანაწერს „მოლაპარაკების ჩვეულებრივი პრაქტიკა“ უწოდა.
