Reuters: რუსეთმა საქართველოში, ახალ გადამამუშავებელ ქარხანაში პირველი ნავთობი გადაიტანა

რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ საქართველოში ახლად აშენებულ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნედლი ნავთობის პირველი ტვირთი მიაწოდა. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Reuters-ი გემების გადაადგილების მონაცემებსა და ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

Reuters-ი წერს, რომ ტანკერმა „კაისერიმ“ 105 340 ტონა ციმბირის მსუბუქი კლასის ნავთობი რუსეთის ნოვოროსიისკის პორტიდან ყულევის ნავთობტერმინალში 6 ოქტომბერს მიიტანა. „რუსნეფტმა“ გამოცემის კითხვებს არ უპასუხა.

ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ოპერირება ამ თვეში დაიწყო. მისი საწყისი გადამუშავების სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობია, ანუ დღეში დაახლოებით 24 000 ბარელი.

Reuters-ი წერს, რომ პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებით, საქართველო ცდილობს შეამციროს დამოკიდებულება რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან და ყაზახეთიდან საწვავის იმპორტზე. ამასთან, რუსეთი ექსპორტის დივერსიფიკაციისკენ ისწრაფვის და იმავე დროს უკრაინაში ომის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებით შექმნილ გამოწვევებს ებრძვის.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირები გააღრმავა, დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების მკვეთრად გაუარესების პარალელურად.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.