„რუსეთის რკინიგზა“, რეგიონულ პარტნიორებთან ერთად, რუსული საქონლის სომხეთში აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტის ორგანიზებაზე მუშაობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განუცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
ოვერჩუკის თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ მათ დაუდასტურა რუსული პროდუქციის აზერბაიჯანის გავლით სომხეთში ტრანზიტისთვის აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენების შესაძლებლობა.
„ამ მხრივ, ჩვენ ძალიან საინტერესო წინსვლა გვაქვს. რუსეთის რკინიგზა, თავის რეგიონულ კოლეგებთან ერთად, ამჟამად ამ გადაზიდვების ორგანიზებაზე მუშაობს. ამავდროულად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივეცით შესაბამისი დავალება, რომ ავითვისოთ ეს ახალი ლოჯისტიკური მარშრუტი“, - აღნიშნა ოვერჩუკმა.
მანამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქომ მოხსნა შეზღუდვები მისი ტერიტორიის გავლით სომხეთში საქონლის ტრანზიტზე. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ამ გადაწყვეტილებას „ისტორიული“ უწოდა.
„ხდება ის, რაც სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენელი ჩანდა: ყაზახეთიდან სომხეთში ხორბალი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით შემოვა“, - განაცხადა ფაშინიანმა.
როგორც მან აღნიშნა, სანაცვლოდ, სომხეთი მზადაა, უზრუნველყოს სატრანზიტო ტვირთების ტრანსპორტირება თურქეთიდან აზერბაიჯანში და უკან.
