საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ზემო ლარსის“ /„დარიალის“ გამშვებ პუნქტში ჩარჩენილმა, რუსეთიდან დეპორტირებულმა 15-მა უკრაინელმა შიმშილობა გამოაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
რუსულენოვანი Telegram-არხის, Tbilisi Life-ის ინფორმაციით, მოშიმშილეები მოითხოვენ, რომ საქართველოში უკრაინის კონსულს მიეცეს მათი ნახვის უფლება, განემარტოთ დაკავების მიზეზები, მიეცეთ საქართველოს ტერიტორიის დატოვების ან საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის, ჩაუტარდეთ სამედიცინო შემოწმება და შეწყდეს მათი, როგორც თავად ამბობენ, უკანონო პატიმრობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინის მოქალაქეებს ქართულ მხარესთან არანაირი კონკრეტული მოთხოვნა არ აქვთ და მათი მიზანია, რომ, „წითელი ჯვრის“ ხელშეწყობითა და უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით, საკუთარ ქვეყანაში დროულად დაბრუნდნენ“.
Tbilisi Life-ის ცნობით, ამჟამად, სარდაფში, სადაც უკრაინის მოქალაქეები არიან განთავსებული, 17-20 საძილე ადგილას დაახლოებით 100 ადამიანი იმყოფება. 21 ივლისის, ერთ-ერთმა უკრაინელმა პროტესტის ნიშნად ყელის არეში დაზიანება მიიყენა.
რუსეთიდან გაძევებული ათობით ყოფილი უკრაინელი პატიმარი ორი თვეა რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა ჩარჩენილი. ქართული მხარის ინფორმაციით, მათ არ აქვთ დოკუმენტები, რომლებიც მათ ვინაობას დაადასტურებდა და რომლის საფუძველზეც საქართველოში შემოუშვებდნენ.
„მათი უმრავლესობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვისაა გასამართლებული, როგორიც არის მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, გაუპატიურება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული. კერძოდ, ნარკოტიკების გასაღება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პირები არც ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას და ამავდროულად, მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ ისინი კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს“, - განაცხადა „დარიალის“ სასაზღვრო და იმიგრაციული კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილე ლუკა პაატაშვილმა 15 ივლისს, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.
3 აგვისტოს უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა უარყო რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინა თავის 90 მოქალაქეს არ იღებს. უწყების განმარტებით, სისტემურად მუშაობენ დაბრუნებაზე, იმ პირობით, თუ მათ მოქალაქეობა დაუდასტურდებათ.
ამ თემაზე:
„საკონცენტრაციო ბანაკს ჰგავს“ - რუსეთის მიერ გაძევებული 95 უკრაინელი საქართველოს საზღვარზე რჩება
