საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა რუსეთის 2 361 მოქალაქეს. 2015 წლიდან 2024 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა რუსეთის 24 866 მოქალაქეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 3 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 4 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 5 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 6 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
2024 წელს, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით, მეორე ადგილზეა გერმანია 251 მოქალაქით, შემდეგ უკრაინა, რომლის 175 მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.
კონფიდენციალურია მონაცემები ირანის ისლამური რესპუბლიკის რამდენმა მოქალაქემ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.
2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა სულ 3587 ადამიანს მიენიჭა. მათგან 76.4 %-ის დაბადების ადგილი საქართველოა, 23.5 %-ის შემთხვევაში კი სხვა ქვეყანა.
გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა 1592 პირს შეუწყდა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების გამო, სტატუსი შეუწყდა საქართველოს 802 მოქალაქეს, შემდეგ ადგილზეა საბერძნეთი, რომლის მოქალაქეც საქართველოს 200 მოქალაქე გახდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რაოდენობის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების და საქართველოში რუსი მიგრანტების შემოსვლის შემდეგ დაიწყო.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37 400-მდე კომპანია (მათ შორის, 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე), საიდანაც 30 000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდეგ არის დარეგისტრირებული.
რუსული მსხვილი კომპანიები საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორშია, მათ შორის, ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებში, მრეწველობაში, სათამაშო ბიზნესში და ა.შ.
როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, კომპანია „მოსკოვსკი ბიზნეს ბროკერიჯ“-ის საშუალებით კლიენტებს სთავაზობს საინვესტიციო ბიზნეს პროექტებს საიმიგრაციო შეღავათებით, მათ შორის, საქართველოში. საიმიგრაციო შეღავათებში იგულისხმება ინვესტიციების მეშვეობით მუდმივი ბინადრობის, სამუშაო ვიზისა და მოქალაქეობის მიღება.
