რუსეთის დაფინანსებით კოდორის ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია დაიწყება. ამის შესახებ ცნობილი გახდა დღეს, 7 აგვისტოს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბადრა გუნბას, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოსა და „აფხაზეთის საგზაო სექტორის წარმომადგენლების“ შეხვედრის შემდეგ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 6 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
სერგეი კირიენკო, რომელიც კრემლში აფხაზეთის საკითხებს კურირებს, სოხუმში წელს უკვე მეხუთედ ჩავიდა.
ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების აქტუალური საკითხები, განსაზღვრეს შესაკეთებლად პრიორიტეტული მონაკვეთები და საგზაო სტრუქტურებთან თანამშროლობის ასპექტებზე იმსჯელეს.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამუშაოების შესრულების ხარისხსა და ვადებს, ასევე ყველა ჩართული სამსახურის ეფექტურ კოორდინაციას.
აფხაზეთის დასახლებებში ქუჩებისა და გზების ქსელის შეკეთებისა და აღდგენის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ფედერალური ბიუჯეტიდან 1 მილიარდი რუბლის ოდენობით დაფინანსდება,
კოდორის ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი 2025 წელს დაიწყება. პროექტის ღირებულება 205.5 მილიონი რუბლი იქნება, ხოლო ყველა სამუშაოს დასრულება 2026 წლის დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.
ასევე, გათვალისწინებულია 21 საგზაო ობიექტის კაპიტალური შეკეთება, რომელთა საერთო ფართობი 198 832 კვ.მ-ია და რომლის დასრულებაც 2025 წლის ბოლოსთვის იგეგმება“, - ნათქვამია ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კოდორის ხეობის ზედა ნაწილზე კონტროლი 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაკარგა.
