რუსეთში დატყვევებულ საქართველოს მოქალაქეს, გიორგი ჩუბეთიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს უკრაინის მხარეს საბროძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამო. გადაწყვეტილება ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ 11 თებერვალს გამოაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 5 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 6 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
„სასამართლომ მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია საქართველოს მოქალაქისთვის განაჩენის დაუსწრებლად გამოსატანად... სასამართლომ ჩუბეთიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, სპეციალური რეჟიმის კოლონიაში სასჯელის მოხდით“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
გიორგი ჩუბეთიძე დამნაშავედ ცნეს შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის სახით მონაწილეობისა და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის მოსპობის მუხლებით.
რუსული მხარის მტკიცებით, 2014 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე, ჩუბეთიძე დაქირავებული მეომრის სახით მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში სხვადასხვა უკრაინულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან ერთად, ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ძალოვანი ორგანოების წარმომადგენლებისა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რისთვისაც ის სისტემატურად იღებდა კომპენსაციას.
„შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისას, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიებზე ყოფნინას, ჩუბეთიძემ, 2015-2016 და 2023 წლებში, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით ხუთი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობა ჩაიდინა“, - აღნიშნეს საგამოძიებო კომიტეტში.
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურა აცხადებს, რომ გიორგი ჩუბეთიძე 2014-დან 2020 წლამდე, ბატალიონ „აზოვის“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების 72-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის წევრი იყო, 2020 წლიდან კი კიევში ცხოვრობდა და მშენებლობაზე მუშაობდა. ოკუპირებული დონეცკის ე.წ. პროკურატურა აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე 2023 წლიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ლეგიონში გაწევრიანდა და სნაიპერის მომზადება გაიარა. ამავე განცხადების მიხედვით, ის რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2023 წლის შემოდგომაზე ტყვედ აიყვანეს.
