„საქართველოში არსებული მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. საარჩევნო პროცესში რუსეთის ფართომასშტაბიანი ჩარევა სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას. სასწრაფოდ საჭიროა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. ევროკავშირი უნდა იყოს სოლიდარული“, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ პლატოფმა X-ზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
დღეს მან საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ შეკითხვებს ბუდაპეშტში, ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდეც უპასუხა და თქვა, რომ იმედგაცრუებულია არა მხოლოდ არჩევნების შედეგით, არამედ არჩევნებზე გამოვლენილი მრავალი დარღვის გამო.
„ვფიქრობ, ეს დრო არ არის საკმარისი ჩვენი ღრმა შეშფოთების გამოსახატავად, რადგან იმედგაცრუებული ვარ არა მხოლოდ შედეგით, არამედ საარჩევნო პროცესის მრავალი დარღვევით. ეს შემაშფოთებელია.
არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გამოვიძიოთ ეს საარჩევნო პროცესი. არ მჯერა, რომ საქართველოს ინსტიტუტებს შეუძლიათ ამის გაკეთება. ძალიან გულუბრყვილო იქნება იმის მოლოდინი, რომ მათ ესშეუძლიათ. ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიება ამ პროცესზე.
ამჯერად, რუსეთის ჩარევის მასშტაბები და ინტენსივობა საარჩევნო პროცესში ისეთი დიდი იყო, როგორც არასდროს და ეს შემაშფოთებელია. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ საქართველოზე, მე ვსაუბრობ მოლდოვაზე, მაგრამ მოლდოვაში არჩევნების შედეგი განსხვავებული იყო“, - თქვა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
შეკითხვაზე, რა შეიძლება იყოს ევროკავშირის პასუხი, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ საკმარისია ძალიან მკაფიო სიგნალის გაგზავნა.
„თუ ამას აკეთებთ, არ შეიძლება ევროკავშირთან დაახლოების მოლოდინი გქონდეთ. თქვენ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობთ, შორდებით ევროკავშირს. სიგნალი უნდა იქნას მიღებული, გაგებული და იმედი მაქვს, რომ საქართველო კიდევ შეძლებს თავისი კურსის გადახედვას. თუმცა, ამ დროისთვის მე ვერ ვხედავ დიდ ალბათობას იმისას, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
რა თქმა უნდა, ეს პიროვნება [ბიძინა იავნიშვილი] დგას ყველა ამ პროცესის უკან და ჩვენ ვიცით, რამდენად ღრმა და ინტენსიურია მისი ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ევროკავშირიდან დაშორებაზე, არამედ რუსეთის ფედერაციასთან მიახლოებაზე, რადგან შუა გზას ვერ ირჩევ. თუ გადაწყვეტ და გეოპოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამ, შუაში ვერ იქნები - დასავლეთისკენ მიდიხარ ან აღმოსავლეთისკენ. ეს მარტივია“, - აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.