რუსეთის საგარეო სააქმეთა სამინისტროში განმარტება გააკეთეს უწყების პრესსპიკერ მარია ზახაროვასა და საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერ მამუკა ფიფიას შეხვედრასთან დაკავშირებით. სამინისტროს განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის შესახებ საუბარს ადგილი არ ჰქონია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„გამოქვეყნდა ცრუ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვასა და ქართული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერ მამუკა ფიფიას შორის სავარაუდოდ გამართული საუბრზე, რომელიც ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების“ ფორმატის პერსპექტივებს ეხებოდა. ეს არის ტყუილი და სიცრუე: მსგავსი არაფერი მომხდარა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე, მამუკა ფიფიამ გამოცემა „ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ ზახაროვას საქართველო-რუსეთს შორის არსებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის „მინსკის ფორმატით“ ჩანაცვლების საჭიროებაზე ესაუბრა.
სოციალურ ქსელ Telegram-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან მიმართებაში პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს და წერს:
„რუსეთი, მისი აფხაზი და სამხრეთოსეთელი მოკავშირეები მუდმივად უჭერენ მხარს საერთაშორისო დისკუსიებს და მათი ეგიდით მიმდინარე, ურთიერთპატივისცემით სავსე დიალოგის შენარჩუნებას. დღემდე ეს რჩება ერთადერთ შეთანხმებულ, მრავალმხრივ პლატფორმად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის შემდგომი ურთიერთობების აღდგენის განსახილველად.
რაც შეეხება რეგულარული რაუნდების (ასეთი შეხვედრები წელიწადში რამდენჯერმე იმართება) ჩატარების ადგილს, მოსკოვი, სოხუმთან და ცხინვალთან ერთად, მხარს უჭერს შეხვედრების გადატანას ჟენევიდან სხვა ადგილას, რომელიც ნამდვილად ნეიტრალური და მოლაპარაკებების ყველა მონაწილისთვის მისაღები იქნება.
ეს პოზიცია განპირობებულია შვეიცარიის მიერ ნეიტრალურ სტატუსზე დე ფაქტო უარის თქმით და ბერნის ღიად ანტირუსული კურსით“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ეხო კავკაზა“, რომელიც რადიო თავისუფლების რეგიონული პროგრამაა, დეზინფორმაციასა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.
