რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემაზე ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ მიმართვა არ განიხილა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

კურორტი ბიჭვინთა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ არ განიხილა და პარლამენტს უკან დაუბრუნა მიმართვა, რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატმა 3 აგვისტოს დაადგინა, რომ მიმართვა თავისი ფორმით არ პასუხობს „კონსტიტუციური იურისდიქციის შესახებ აფხაზეთის რესპუბლიკის კოდექსის“ მოთხოვნებს. ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატი ასევე მიუთითებს, რომ პარლამენტი მიმართვაში არ აფიქსირებს თავის პოზიციას საკითხთან დაკავშირებით და არ იძლევა სამართლებრივ დასაბუთებას:

„მოთხოვნა იმ საერთაშორისო შეთანხმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმების თაობაზე, რომელიც ძალაში ჯერ არ არის შესული, დასაშვებია, თუ განმცხადებელი მიიჩნევს, რომ შეთახმება არ ექვემდებარება ძალაში შესვლას და გამოყენებას აფხაზეთის რესპუბლიკაში კონსტიტუციასთან შეუსაბამობის გამო. განმცხადებელი ვალდებულია, დააფიქსიროს საკუთარი სამართლებრივი პოზიცია შეთანხმების არაკონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციის შესაბამისი დებულებების მითითებით“.

ახლა, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს უფლება აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილება სამი დღის ვადაში გაასაჩივროს ან ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, სასამართლოს ხელახლა მიმართოს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხს განიხილავს, რასაც ე.წ. პარლამენტი არ ეთანხმება და ამიტომ მოითხოვა ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს განეხილა 2022 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების კონსტიტუციურობა.

ე.წ. შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთისთვის აგარაკის კომპლექსის უსასყიდლოდ, ხოლო მიწის და ზღვის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემას. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამჯერ იყო ბიჭვინთის აგარაკზე და იქ სწორედ მისი რეზიდენციის მოწყობა იგეგმება.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთი ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას უკვე 12 წელია ითხოვს. როგორც ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა, ქონება უნდა გადასცენ არა ბიზნეს-სტრუქტურებს და შემთხვევით ადამიანებს, არამედ ხელმძღვანელს, რომელმაც, მისი აზრით, აფხაზეთისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე კომენტარი 29 ივლისს გააკეთა.

„მე მინდა, მთავარი გითხრათ და შეგახსენოთ ყველას: არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან.

მე მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ. მე შევახსენებდი, რომ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ ჩვენ დავკარგეთ კოდორის ხეობა, რომელსაც არავითარი შეხება არ ჰქონდა ამ კონფლიქტთან და 100-ზე მეტი სოფელი.

ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა და ჩვენ ჩვენი ასეთივე გონივრული პოლიტიკით ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის ფართობი 180 ჰექტარს აღემატება. ობიექტი რუსეთის ფედერაციას უსასყიდლო სარგებლობაში 1995 წელს გადაეცა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.