ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ალეკო ელისაშვილს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მეომრის მონაწილეობას გულისხმობს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტში ელისაშვილი შეუერთდა უკრაინაში მოქმედ შეიარაღებულ ფორმირებას, გაიარა სამხედრო მომზადების კურსი და მიიღო პირადი ცეცხლსასროლი იარაღი.
„ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ, ელისაშვილი ასრულებდა უმაღლესი სარდლობის ბრძანებებს და მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში. სასამართლომ ელისაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში“, - ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
