რუსეთმა და რუსმა ოლიგარქებმა უკრაინას ზიანი უნდა აუნაზღაურონ - ევროკომისიის პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უკრაინას მიყენებული ზიანი უნდა აუნაზღაურონ და  ქვეყნის აღდგენის ხარჯები დაფარონ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ამ დროისთვის, უკრაინისთვის მიყენებული ზიანი 600 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირს გააჩნია საშუალებები, რომ რუსეთს გადახდა აიძულოს. მისი ინფორმაციით, მარტის შემდეგ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსი ოლიგარქების კუთვნილი 19 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები გაყინეს. გარდა ამისა, ევროკავშირმა, პარტინიორებთან ერთად, რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი ევროს რეზერვები დაბლოკა.

„იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს სახსრები და უკვე ახლა დავიწყოთ უკრაინის აღდგენა, ევროკომისიის შეთავაზებებს შორისაა: მოკლევადიან პერიოდში - გაყინული სახელმწიფო სახსრების მართვის სტრუქტურის შექმნა, მათი ინვესტირება და გამოყენება უკრაინის სასარგებლოდ. გრძელვადიან პერიოდში: სანქციების მოხსნის შემდეგ საჭირო იქნება ცენტრალური ბანკისთვის აქტივების დაბრუნება. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სამშვიდობო შეთანხმებასთან, რომელიც უკრაინას აუნაზღაურებს მიყენებულ ზიანს. აქტივები, რომელთა დაბრუნება აუცილებელი იქნება, შეიძლება იყოს ამ ომის რეპარაცია“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დაამატა, რომ რუსეთის „საშინელი დანაშაულები“ დაუსჯელი არ დარჩება.

„უკრაინამ, ისევე როგორც, 14-მა წევრმა სახელმწიფომ, უკვე დაიწყეს რუსეთის მიერ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების გამოძიება, რაც მხარდაჭერილია „ევროჯასტის“ [ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ორგანო] მიერ, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების მეშვეობით. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაში. თუმცა, რუსეთი არ აღიარებს ICC-ს იურისდიქციას. ეს ნიშნავს, რომ უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელები, ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის, ICC-ის მიერ ვერ იქნებიან პასუხისმგებლობაში მიცემული“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

სწორედ ამიტომ, სამართლიანობის აღსრულების უზრუნველსაყოფად, ევროკომისია გამოდის წინადადებით, შეიქმნას სპეციალური დამოუკიდებელი საერთაშორისო ტრიბუნალი ან მართლმსაჯულების ეროვნულ სისტემაში ინტეგრირებული სპეციალური სასამართლო, - „ჰიბრიდული სასამართლო“, რომელშიც საერთაშორისო მოსამართლეები იქნებიან. „ორივე ვარიანტში გაეროს ძლიერი მხარდაჭერა იქნება საჭირო“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი თავის დღევანდელ გამოსვლაში, რომლის ვიდეო Twitter-ზე გამოქვეყნდა, ამბობდა, რომ უკრაინაში ომში „20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი იქნა მოკლული“. მოგვიანებით ვიდეო წაშალეს და გამოაქვეყნეს შესწორებული ვერსია, რომლიდანაც უკრაინის დანაკარგებზე საუბრის მონაკვეთი ამოღებულია. ევროკომისიის წარმომადგენელმა, დანა სპინანტმა „უზუსტობასთან“ დაკავშირებით განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში იგულისხმებოდა არა მხოლოდ დაღუპულების, არამედ დაშავებულების რაოდენობა.

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).