რუსულმა მხარემ, „მრავალრიცხოვან მიმართვებთან“ დაკავშირებით, გადაწყვიტა, რუსეთში უმაღლესი განათლების მიღების მსურველი ქართველი აბიტურიენტების განაცხადების მიღების ვადა გაახანგრძლივოს. ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესების სექციაში განაცხადეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
რუსეთის მთავრობის კვოტით უფასო განათლების მისაღებად განაცხადების მიღება 2026/2027 სასწავლო წლისთვის 2025 წლის 15 სექტემბრიდან დაიწყო და 2016 წლის 14 იანვარს უნდა დასრულებულიყო.
„მრავალრიცხოვან მომართვებთან დაკავშირებით, რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო განათლების მსურველი ქართველი აბიტურიენტების მიღების კამპანია 15 თებერვლამდე გაგრძელდა! არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა, სექტემბრიდანვე ჩაირიცხოთ რუსეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში“, - ნათქვამია სექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელის, დმიტრი ოლისოვის განცხადებით, სტუდენტები, რომლებიც შერჩევის პროცესს წარმატებით გაივლიან, სტიპენდიებს მიიღებენ და უზრუნველყოფილნი იქნებიან საერთო საცხოვრებლით. მათ თავისუფალ დროს ოფიციალური დასაქმების უფლებაც ექნებათ.
2024 წელს საქართველოდან რუსეთის „საუკეთესო უნივერსიტეტებში“ სასწავლებლად 200-ზე მეტი სტუდენტი გაემგზავრა. ერთი წლით ადრე საქართველოსთვის გამოყოფილი კვოტა 100 ადგილით შემოიფარგლებოდა.
აბიტურიენტებს საქართველოდა სთავაზობენ სწავლას 700-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელთა შორის არ არიან ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია და საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი. ამასთან, პროგრამა მოიცავს განათლების სხვადასხვა დონეს: ბაკალავრის, სპეციალისტის მაგისტრის ხარისხებს, ასპირანტურასა ან რეზიდენტურას.
