რუსეთის სამხედრო სასამართლომ უკრაინის თავდაცვის ძალების რიგებში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს, აფხაზეთის ომის ვეტერან ზაზა შონიას, დაუსწრებლად 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსკოვი ქართველ მებრძოლს 1.6 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმასაც აკისრებს და მასზე საერთაშორისო ძებნას აცხადებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
53 წლის ზაზა შონია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გაასამართლეს, მათ შორის: შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულად მონაწილეობა; რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა იარაღითა და საბრძოლო მასალით; რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მოქმედება.
რუსეთის გენპროკურატურის მტკიცებით, შონია 2022 წლის დასაწყისიდან იბრძვის უკრაინაში, ხოლო 2024 წლის აგვისტოდან 2025 წლის აპრილამდე მონაწილეობდა კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციებში. „კურსკის ოლქის ტერიტორიაზე მან შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის კანონიერ საქმიანობას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ზაზა შონია არ არის ერთადერთი, ვის მიმართაც რუსულმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. მანამდე ანალოგიური ვადით - 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მის თანამებრძოლს, გიორგი ფარცვანიას, რომელიც კურსკის ოლქში ერთ-ერთ სადესანტო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
რუსული სასამართლოების მიერ დაუსწრებლად მსჯავრდებულთა სიაში არიან:
- მამუკა მამულაშვილი („ქართულილეგიონის“ დამფუძნებელი) - 23 წელი;
- ბექა ბასილაია (ადვოკატი და მებრძოლი) - 14 წელი;
- ალექსანდრე ელისაშვილი და გიორგი ბარამიძე (პოლიტიკოსები) - 6-დან 6.5 წლამდე.
განსაკუთრებით მძიმეა იმ მებრძოლების მდგომარეობა, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან. აზოვსტალის მცველს, 23 წლის მამუკა გაწერელიასა და ბატალიონ „აზოვის“ ყოფილ მებრძოლს, გიორგი ჩუბეთიძეს, რუსეთმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საერთაშორისო ძებნას აცხადებს, ინტერპოლი მსგავს საქმეებს ხშირად პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ძებნილთა სიაში არ სვამს, რაც მებრძოლებს ევროპაში გადაადგილების საშუალებას აძლევს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოელი მოხალისეების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს შორის საქართველოს მოქალაქეები ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს წარმოადგენენ - მოსკოვი სისხლისსამართლებრივ დევნას 300-ზე მეტი ქართველის მიმართ ახორციელებს.
