რუსეთში სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ზურაბ ქარჩავას, რომელიც უკრაინაში იბრძოდა, 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
უწყების განცადებით, დადგინდა, რომ 2022 წელს ქარჩავა, როგორც „გასამხედროებული ფორმირების“ დაქირავებული მებრძოლი, ასრულებდა უმაღლესი მეთაურების ბრძანებებს და ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში უკრაინის მხარეს რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ
„სასამართლომ საკმარისად მიიჩნია მტკიცებულებები საქართველოს მოქალაქის მიმართ დაუსწრებლად განაჩენის გამოსატანად. ზურაბ ქარჩავა დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში). სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში“, - ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
კომიტეტის განცხადებით, ზურავ ქარჩავაზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
ინტერნეტში იძებნება ინფორმაცია, რომ ზურაბ ქარჩავა „მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასიის“ ფსიქოლოგიური ოპერაციების ხელმძღვანელია. ის უკრაინაში 2022 წელს, „კავკასიის ლეგიონის“ შემადგენლობაში იბრძოდა. იმავე წლის ივლისში ის რუსულ საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიჭრა კიდეც.
რუსეთში განაჩენი გამოუტანეს და პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს ათობით მოქალაქეს. მიმდინარე წლის მარტში სამხედრო სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა „კავკასიის ლეგიონის“ ხელმძღვანელს, ლადო გამსახურდიას. ისიც საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი.
