რუსეთში რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, „დანონ რუსეთის“ [Danone Russia] გენერალურ დირექტორად ჩეჩნეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი და რამზან კადიროვის დისშვილი იაკუბ ზაკრიევი დაინიშნა. აღნიშნული კომპანიის პროდუქცია, მათ შორის იოგურტები, საქართველოს ბაზარზეც იყიდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 5 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 6 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
„დანონ რუსეთის“ წილების 100%-ს ფრანგული კომპანია „დანონი“ [Danone] ფლობდა, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის ოქტომბერში ინვესტორები გააფრთხილა, რომ რუსეთში მუშაობის შეწყვეტას აპირებდა. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის 2023 წლის 16 ივლისის განკარგულებით, კომპანიის შვილობილის „დანონ რუსეთის“ აქტივები დროებით სამართავად ფედერაციის ქონების მართვის ფედერალურ სააგენტოს გადაეცა. Danone-მა განაცხადა, კომპანია ემზადება მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვას თავისი, როგორც Danone Russia-ს აქციონერის, უფლებები.
პუტინის განკარგულებიდან ორ დღეში, 18 ივლისს, „დანონ რუსეთის“ გენერალური დირექტორი 32 წლის იაკუბ ზაკრიევი გახდა.
ზაკრიევის დანიშვნის შესახებ განცხადება გააკეთა ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრმა ახმედ დუდაევმა. მისი თქმით, იაკუბ (იბრაჰიმ) ზაკრიევს ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება გააჩნია.
„მისი არჩევა „დანონ რუსეთის“ გენერალური დირექტორის პოსტზე მეტყველებს იმაზე, რომ ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის გუნდის წარმომადგენლები ნიჭიერი და წარმატებული მენეჯერები არიან“, - განაცხადა დუდაევმა.
იაკუბ ზაკრიევი რამზან კადიროვის უფროსი დის შვილია. 2018 წელს, 27 წლის ასაკში ის გროზნოს მერად დაინიშნა, ხოლო 2020 წელს ჩეჩნეთის მეთაურის და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა. ამჟამად ის ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერის და რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობებს იკავებს.
