სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარში საქართველოდან რუსეთში 2 968.1 ტონა ღვინო გავიდა, რაც 15.9%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან (2 561.4 ტონა) შედარებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 6 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 6.9 მილიონი დოლარი იყო.
გასულ წელთან შედარებით, ნატურალური ღვინის ექსპორტი 6.2%-ით შემცირდა. იანვარში საქართველოდან საერთაშორისო ბაზრებზე თითქმის 12.2 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი ექსპორტის 2.5% იყო.
ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 65%-ით არის შემცირებული ჩინეთის მიმართულებით. საქსტატის თანახმად, 2026 წლის იანვარში საქართველომ ჩინეთში 433.8 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 135.8 ტონა ღვინო გაიტანა. ეს მაშინ, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ამ ქვეყანაში 1 059.2 ათასი აშშ დოლარის 388.0 ტონა ღვინო იყო ექსპორტირებული.
