რუსი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ლეონიდ პარფიონოვი დოკუმენტურ შოუს, რომელიც 2019 წლიდან YouTube-ზე ქვეყნდება, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მოწყობილ სტუდიაში ჩაწერს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჟურნალისტმა გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
„ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი“, - ამბობს პარფიონოვი სოციალურ ქსელ Twitter-ზე 6 დეკემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში და აღნიშნავს, რომ თბილისის სტუდიაში შოუს დეკორაციები მთელი სიზუსტით არის აღდგენილი.
შოუ, რომელსაც ლეონიდ პარფიონოვი საქართველოში მოამზადებს, „ნმდნი“ ჰქვია. ჟურნალისტი გასული წლების მნიშვნელოვან პოლიტიკურ, კულტურულ, ტექნოლოგიურ და სხვა მოვლენებს მიმოიხილავს. მსგავსი ფორმატის გადაცემა მას 1993-2003 წლებში, ტელეკომპანია „ენტევე-ში“ მუშაობის დროსაც მიჰყავდა.
ლეონიდ პარფიონოვმა „ნმდნი-ის“ ბოლო სერია YouTube-ზე, სადაც მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რვა თვის წინ, 28 მარტს გამოაქვეყნა და ის 1930 წელს ეხება. Twitter-ზე გუშინ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, საქართველოში მომზადებული ერთ-ერთი სერია 1932 წელს შეეხება. ამასთან, ჟურნალისტი ამბობს, რომ გარდაუვალი იქნება 2022 წლის შესახებ სერიის მომზადება.
24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პარფიონოვი ომის წინააღმდეგ გამოვიდა. „ეს არ არის საშინელი დასასრული. ეს საშინელებაა დასასრულის გარეშე“, - დაწერა მან ომის დაწყების დღეს Twitter-ზე.
