ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ახალი დირექტორი ჰყავს. „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სს „მედია ჰოლდინგის“ ხელმძღვანელად რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე დაინიშნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 3 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 4 დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
- 5 მამუკა მდინარაძისთვის ჩაფიქრებული თანამდებობები უქმდება
- 6 „მხოლოდ წელს“ - „ქართული ოცნება“ 1 795 აბიტურიენტისთვის მეორად ჩარიცხვას აცხადებს
სს „მედია ჰოლდინგი“ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „პრაიმ თაიმს“ ფლობს. ტელეკომპანიის ცნობით, ბაკურაძე თანამშრომლებს ყოფილმა დირექტორმა, ვაკო ავალიანმა წარუდგინა, რომელიც საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.
მას შემდეგ, რაც 2019 წლის ივლისში, „რუსთავი 2“ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას პაატა სალია იკავებდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ სალია პარტიულ სიაში შეიყვანა. ამჟამად ის „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრი და იუსტიციის მინისტრია.
ბაკურ ბაკურაძე წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო და სხვა პარტიული ღონისძიებების რეჟისორი იყო. ის ღიად გამოხატავს პარტიის პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერას როგორც სოციალურ ქსელებში, ისე სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ ეთერის მეშვეობით.
