9-დღიანი გაფიცვის შემდეგ „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა. პროტესტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილის, ბაჩანა კაპანაძის ინფორმაციით, მათ ხელფასის 200 ლარით გაზრდას და 5 წლის მანძილზე, ყოველი წლის თებერვალში 125-ლარიან მატებას მიაღწიეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 3 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 4 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
- 5 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 6 საპროცესო შეთანხმების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
გარდა ამისა, ბაჩანა კაპანაძის ინფორმაციით, შეთანხმების სხვა პირობებია - დასაქმებულების მიმართ სასამართლო დავის შეწყვეტა, 25%-იანი პრემიის გაერთიანება ფიქსირებულ ხელფასში 6 თვიდან 1 წლამდე ვადაში და პროტესტის დროს ყველა დღის განაცდურის ანაზღაურება.
კაპანაძე Facebook-ში წერს, რომ შეიქმნება საამქროებიდან ნდობით აღჭურვილი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ქარხანაში შექმნილ პრობლემებზე იმუშავებს. ასევე, ჩამოყალიბდება პროფკავშირი.
„მადლობა მინდა გადავუხადო აზოტის ქარხნის ყველა თანამშრომელს, ვინც იბრძოლა და ბოლომდე იდგა ჩვენს გვერდით. ეს უნდა იყოს მაგალითი სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ყველა ადამიანისთვის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - წერს ბაჩანა კაპანაძე.
„რუსთავის აზოტის“ ასობით თანამშრომელი 28 იანვრიდან გაიფიცა. ისინი ხელფასის ფიქსირებული თანხით - 300 ლარით გაზრდას ითხოვდნენ და საწარმოს ხელმძღვანელობის შეთავაზებას 4%-იანი ზრდის შესახებ მიუღებლად მიიჩნევდნენ.
დასაქმებულები მუქარაზეც საუბრობენ. როგორც გაფიცვის ერთ-ერთი მონაწილე, დავით მეტრეველი ამბობდა, „რუსთავის აზოტის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ მათ განუცხადა, რომ თუ კომპანიის პირობებს არ დათანხმდებოდნენ, ქარხანა დაიხურებოდა და მუშახელს უფასო შვებულებაში გაუშვებდნენ.
4 თებერვალს გაფიცვის მონაწილეებმა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მერიის წინ გადაინაცვლეს. ისინი ქალაქის მერს, ნინო ლაცაბიძეს შეხვდნენ და კომპანიასთან მოლაპარაკებებში შუამდგომლობა სთხოვეს. მანამდე, გაფიცულებს უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდათ ოთხპუნქტიანი მოთხოვნა, მათ შორის იყო ხელფასის 200 ლარით მომატება (300 ლარის ნაცვლად).
სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“ კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი საწარმოა. 2023 წლიდან ის სინგაპურში დაფუძნებული კორპორაციის, „ინდორამას“ ნაწილია. საწარმოში 1900 ადამიანია დასაქმებული.
გაფიცვის პერიოდში საწარმო არ ფუნქციონირებდა. „რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ გაფიცვა უკანონო იყო.
