რუსთავში „რუსთავის აზოტის“ ასობით თანამშრომელი მეორე დღეა გაფიციულია. მათი ნაწილი ქარხნის შესასვლელთან აქციას მართავს და ხელფასის 300 ლარით გაზრდას ითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
ერთ-ერთი გაფიცულის, დავით მეტრეველის თქმით, საწარმოს ხელმძღვანელობამ მათ ხელფასის 4%-ით მომატება შესთავაზა, რაც დასაქმებულზე დაახლოებით 40 ლარი გამოდის. ამ პირობას გაფიცულები მიუღებლად მიიჩნევენ.
„დირექციასთან სამი-ოთხი შეხვედრა გვქონდა და ყველა შეხვედრაზე შემოგვთავაზეს 4%-იანი მატება. ეს არის ხალხის დამცირება და შეურაცხყოფა. ჩვენ პროტესტს შევწყვეტთ მაშინ, როდესაც იქნება 300-ლარიანი მატება. დღეს საქმეში ჩაერთვება რუსთავის აზოტის თანამშრომლების ალტერნატიული პროფკავშირი, ცენტრალურ პროფკავშირს კი მოვუწოდებთ, არ გაბედოს აქ მოსვლა“, – უთხრა დავით მეტრეველმა ტელეკომპანია „პირველს“.
„რუსთავის აზოტში“ სულ 1900 ადამიანი მუშაობს. დავით მეტრეველის თქმით, ქარხანა გაჩერებულია და იქამდე არ ამუშავდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
დასაქმებულები „რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობის მხრიდან მუქარაზეც საუბრობენ. დავით მეტრეველის ინფორმაციით, გენერალურმა დირექტორმა, ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ მათ განუცხადა, რომ თუ მათ პირობებს არ დათანხმდებიან, ქარხანას დახურავენ და მუშახელს უფასო შვებულებაში გაუშვებენ.
„რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაცია, ამ ეტაპზე, მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. პროტესტს არ გამოხმაურებია არც რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე.
სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“ კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი საწარმოა. 2023 წლიდან ის სინგაპურში დაფუძნებული კორპორაციის, „ინდორამას“ ნაწილია.
