რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ აცხადებს, რომ რუსეთში საავიაციო საწვავთან დაკავშირებით კრიტიკული მდგომარეობაა შექმნილი, რის გამოც ფრენების შესრულება „ყოველგვარ ეკონომიკურ აზრს კარგავს“. აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან „აზიმუტი“ საქართველოს მიმართულებითაც დაფრინავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
კომპანიამ ოფიციალური განცხადებით მიმართა საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატანტთა ასოციაციას, რათა მან რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს სიტუაციის სტაბილიზაციისკენ მოუწოდოს.
განცხადების თანახმად, ივნისის დასაწყისში „აზიმუტის“ მთავარმა მიმწოდებელმა საწვავის მოხმარების დაახლოებით მესამედით შემცირება მოითხოვა. ამის მიზეზად ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში არსებული „ფორს-მაჟორული სიტუაციები“ სახელდება, რამაც ბაზარზე საავიაციო საწვავის დეფიციტი გამოიწვია. „აზიმუტში“ აცხადებენ, რომ ალტერნატიული მიმწოდებლების პოვნაც უშედეგო აღმოჩნდა.
დეფიციტის ფონზე მკვეთრად გაიზარდა საწვავის ფასებიც. ავიაკომპანიის ცნობით, ივნისის დასაწყისიდან რუსეთის აეროპორტებში საავიაციო ნავთის ფასი საშუალოდ 17%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება მახაჩყალაში, სადაც ფასმა 64%-ით მოიმატა და 157 ათას რუბლს მიაღწია.
„აზიმუტის“ განცხადებით, შექმნილ პირობებში შიდა და საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეკონომიკურად წამგებიანი ხდება.
რუსეთში საწვავის კრიზისი მაისის ბოლოდან გამწვავდა, რაც უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი დრონების იერიშების შედეგია.
უპილოტო აპარატების თავდასხმების გამო, პერიოდულად იზღუდება მოსკოვის აეროპორტების (ვნუკოვო, დომოდედოვო, შერემეტიევო, ჟუკოვსკი) მუშაობაც, რის გამოც საქართველოს მიმართულებით (თბილისი, ბათუმი) ფრენები ხშირად ფერხდება ან უქმდება.
„აზიმუტი“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე აქტიურად არის წარმოდგენილი. 2023 წელს ის ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია იყო, რომელმაც ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები განაახლა. ამჟამად „აზიმუტი“ რეგულარულ რეისებს ასრულებს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით, რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის, მოსკოვიდან, სოჭიდან, მინერალნიე ვოდიდან და უფადან.
