ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული ონლაინ გაყიდვების კომპანია „ოზონი“ (OZON) საქართველოში მუშაობას იწყებს. ეს მეშვიდე ქვეყანაა რუსეთის საზღვრებს გარეთ, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის შემდეგ, სადაც კომპანია საქონელს გაყიდის. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არასანქცირებული რუსული კომპანიებისთვის საქართველოს კარი ღიაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
„ოზონის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მცხოვრებლებს უკვე შეუძლიათ ბაზარზე სხვადასხვა კატეგორიის 50 მილიონზე მეტი საქონლის შეძენა - ელექტრო ტექნიკიდან დაწყებული სილამაზისა და ჯანმრთელობის პროდუქტებით დამთავრებული. პირველ ეტაპზე შეკვეთების მიწოდებას დაახლოებით 14 დღე დასჭირდება.
„კლიენტებს სამომხმარებლო საქონელს უკვე ვაწვდით სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში და მოხარული ვართ, რომ დღეიდან მათ საქართველოს მცხოვრებლები შეუერთდებიან. ნდობის მოსაპოვებლად მათ შევთავაზებთ მაღალი ხარისხის მომსახურებას, პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, ხელმისაწვდომ ფასებს და მოხერხებულ მიწოდებას“, - განაცხადა ალექსეი საპონმა, დსთ-ის ქვეყნებში „ოზონის“ ოპერაციებისა და განვითარების დირექტორმა.
სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ონლაინ პლატფორმა 550 ათას მეწარმეს 51 მილიონ აქტიურ მყიდველთან აკავშირებს, ხოლო ასორტიმენტი 370 მილიონ პროდუქტს მიცავს. კომპანია ასევე ახორციელებს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას ჩინეთთან და თურქეთთან.
კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქართულ ბაზარზე „ოზონის“ შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს.
„ნებისმიერ ადამიანს, კომპანიას, მათ შორის, რუსულ კომპანიას, რომელიც არ არის სანქცირებული, შეუძლია, შემოვიდეს ქვეყანაში, აწარმოოს ბიზნესი, დაასაქმოს ადამიანები, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით. აქვე, თქვენ რომ სამართლიანი იყოთ, მე გაგახსენებთ, რომ წლების წინ ქვეყანაში სტრატეგიული ობიექტები გასხვისებული იქნა რუსულ კომპანიებზე, არა მხოლოდ ჩვეულებრივ კომპანიებზე, არამედ სახელმწიფო რუსულ კომპანიებზე“, - უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.
2022 წელის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საქართველოში საცხოვრებლად ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე გადმოვიდა.
