„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან მე-17 წლის თავზე კვლავ იმეორებს, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი
„ხვალ არის 8 აგვისტო, რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, ჩვენი გმირების ხსოვნას. ტრაგიკული რამ მოხდა, ბუნებრივია, 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი ცხინვალში. იცით, რით გაგრძელდა ეს ყველაფერი - 400-ზე მეტი დაღუპული, ოკუპირებული ტერიტორიები, ე.წ. აღიარება...
სააკაშვილი გაყალბებული არჩევნებით დარჩა ხელისუფლებაში და სააკაშვილის არადემოკრატიულმა, სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო აგვისტოს ომი.
სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაიწყო ცხინვალის დაბომბვით.
8 აგვისტოს, მთელი დღის განმავლობაში სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ იყვნენ გადასული შეტევაზე, აპირებდნენ კონსტიტიუციური წესრიგის აღდგენას. 8 აგვისტოს განმავლობაში, ვიდრე შემდეგ მედვედევმა არ გააკეთა განცხადება ოპერაციის დაწყების თაობაზე, სააკაშვილი გვიმტკიცებდა, რომ აპირებდა ცხინვალის დაბრუნებას საკუთარი შეტევითი მოქმედებებით.
სააკაშვილის რეჟიმი არასდროს წარმოადგენდა საქართველოს. 2008 წლის შემდეგ ის არ წარმოადგენდა საქართველოს, გამომდინარე იქიდან, რომ დაამყარეს სისხლიანი დიქტატურა, გაყალბებით დარჩნენ ხელისუფლებაში.შესაბამისად, 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმი არ წარმოადგენდა საქართველოს.
ეს იყო კატასტროფული ავანტიურა, ეს იყო ღალატი, დაკვეთილი ღალატი. გარედან, „დიფ სთეითის“ მიერ დაკვეთილი ღალატი. კითხეთ დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას, ვინ არის „დი სთეითი“. სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი გარე დაკვეთით, „დიფ სთეითის“ დაკვეთით“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის თქმით, სწორედ „ომის დაწყება“ შეიძლება გახდეს ერთ-ერთი საფუძველი საკონსტიტუციო სარჩელისა, რომლითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას მოითხოვენ.
ომის დაწყებასთან დაკავშირებით მსგავსი განცხადება ირაკლი კობახიძემ 2024 წელსაც გააკეთა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თანხვედრაშია რუსეთის პროპაგანდასთან, რომლის მიხედვითაც, შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ქართულმა ჯარმა ცხინვალზე კონტროლის დამყარება სცადეს. რუსული მხარის მტკიცებით, საქართველოში ჯარი ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისა და რუსი „სამშვიდობოების“ დასაცავად 8 აგვისტოს შეიყვანა.
დღეს, 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 17 წელი შესრულდა. ამ დღეს რუსეთის არმიამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გავლით და სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამხედრო აგრესია დაიწყო.
ხუთდღიანი ომის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება.
12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს რუსეთი დღემდე არ ასრულებს და უარს ამბობს საოკუპაციო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანაზე.
26 აგვისტოს რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
