სააპელაციო სასამართლომ ე.წ. სკინტლის საქმეზე „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ .. სკინტლის საქმის განხილვა დაასრულა და დღეს, 7 აგვისტოს გადაწყვეტილება გამოაცხადა. მეფრინველეობის ფერმა ჩირინასინფორმაციით, მათი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კერძოდ, სასამართლომ გააუქმა ვალდებულება, რომელიც „ჩირინას“ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „ყვარლის ბაგისთვის“ მიუღებელი შემოსავლის, 3.1 მილიონამდე ლარის გადახდას გულისხმობდა. ამასთან, მეორე ინსტანციამ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მეფრინველეობის ფერმამ „ყვარლის ბაგას“ საქონლის სიკვდილიანობით მიღებული ზარალი, 1.6 მილიონი ლარი უნდა აუნაზღაუროს.

„ჩირინა“ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ აპირებს, უზენაეს სასამართლოს მიმართოს.

„საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ „ჩირინამ“ „ყვარლის ბაგასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი დაარღვია. ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა, რომ ჩვენ „ყვარლის ბაგის“ მიუღებელ ზარალში არაფერ შუაში ვართ და დავალიანება 1.6 მლნლარამდე შეამცირა, მაგრამ ჩვენ აქაც გვაქვს კითხვები, რადგან „ჩირინას“ ძროხების სიკვდილიანობაში ბრალი არ მიუძღვის. მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ დავარღვიეთ ხელშეკრულება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უზენაესი სასამართლო ამასაც გააუქმებს“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძე, „ჩირინას“ დამფუძნებელმა.

ე.წ. სკინტლის საქმის შესახებ საგამოძიებო მასალა „რადიო თავისუფლებამ“ 31 მარტს გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბიზნესმენის, ლაშა პაპაშვილის რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“ 2018-2020 წლებში ძროხებს კომპანია „ჩირინასგან“ ნაყიდი სკინტლით კვებავდა. „ყვარლის ბაგამ“ ერთი წლის განმავლობაში „ჩირინასგან“ დაახლოებით 2700 ტონა ქათმის ნედლი, გადაუმუშავებელი ნაკელი შეიძინა.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, „ყვარლის ბაგამ“ ჩირინა დაადანაშაულა, რომ მისგან შეძენილმა სკინტლმა საქონელი დაუხოცა, რითაც 1.6 მილიონი ლარის ზარალი მიადგა. „ჩინირას“ პოზიცია იყო, რომ ის ქათმის ნაკელს სასუქად ყიდდა და არა საკვებად.

„ყვარლის ბაგამ“ „ჩირინას“ სასამართლოში უჩივლა და მისგან 4.7 მილიონი ლარის ანაზღაურება მოითხოვა: 1 630 000 ლარი - დახოცილი ძრიცების საფასური; 65 000 ლარი - გაფუჭებული რძის საფასური; 3 000 000 ლარი - მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება;

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი 4.7 ლარიდან „ჩირინას“ მხოლოდ 65 000 ლარს, გაფუჭებული რძის საფასურის გადახდა დააკისრა. ეს გადაწყვტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ საქმე ხელახალი განხილვისთვის ისევ რუსთავის სასამართლოში დააბრუნა. 2024 წელს „ყვარლის ბაგამ“ რუსთავის სასამართლოდან სარჩელი უკან გაიხმო, ორ თვეში კი იგივე მოთხოვნებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა დავა დაჩქარებულად განიხილა დადეკემბერში პაპაშვილის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.

„ადრე კრიმინალი მოდიოდა ქურდებით, ახლა მოსამართლეებით დაიწყეს საუბარი“, - ამბობდა ვაშაკიძე„რადიო თავისუფლებასთან“. ამის შემდეგ „ჩირინამ“ დავა სააპელაციო სასამართლოში გააგრძელა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.