უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ბრალდებით ორი პირი დააკავა. საქმე მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანას ეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
სუს-ის ცნობით, კომპანიებმა „ბი.ჯი.ემ.1“-მა და „ქართული ხორც-პროდუქტების ფერმამ“ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღების გაერთიანებების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვეს და პირობების თანახმად, საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცი უნდა მიეწოდებინათ. უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ
კომერციული ორგანიზაციების დირექტორებმა 2026 წლის მაისში ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცი შეიტანეს და შედეგად, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.
სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მიხედვით, „ბი.ჯი.ემ.1“-ის დირექტორი არჩილი დალაქიშვილია, ხოლო „ქართული ხორც-პროდუქტების ფერმის“ — ბესიკ კახიძე.
გამოვლენილი ფაქტების მიხედვით, შპს „ბი.ჯი.ემ. 1“-მა ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან“ 2023-2025 წლებში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებით მილიონ ლარამდე თანხა მიიღო. პირობის თანახმად, კომპანიას ბაგა-ბაღებისთვის უმაღლესი ხარისხის, ახალი და ეკოლოგიურად სუფთა საქონლისა და ქათმის ხორცი უნდა მიეწოდებინა. აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღების გარდა,
ეს კომპანია ხორცითა და ხორცპროდუქტებით სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრსაც“ ამარაგებდა.
რაც შეეხება მეორე კომპანიას, შპს „ქართული ხორც-პროდუქტების ფერმამ“ 2025 წლის ბოლოს და 2026 წლის დასაწყისში ჯამში 473 000 ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები მოიგო. კომპანიამ ა(ა)იპ „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ქარელის მუნიციპალურ გაერთიანებასთან“ ხელშეკრულება 2025 წლის 30 დეკემბერს გააფორმა და ხორცპროდუქტები ქარელის მუნიციპალიტეტის 24 საბავშვო ბაღისთვის უნდა მიეწოდებინა, რისი საერთო ღირებულებაც 173 600 ლარი იყო. ქარელის გარდა, კომპანია ხორცპროდუქტებით თეთრიწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებსაც ამარაგებდა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულ პირებს სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
