არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში განაცხადეს, რომ აბუ-დაბიში მომხდარ „ინციდენტში დაფიქსირებული პირები“ გამოკითხვაზე იმყოფებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“, - საელჩოში ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, რომ, როგორც მას უთხრეს, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბიში დაკავებულები არიან.
13 იანვარს, აბუ-დაბიში, ერთ-ერთი სასტუმროში, „ქართული ოცნების“ წევრები და არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს დაესხნენ თავს.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა ლაშა გაბიტაშვილი მეუღლესთან ერთად საუზმობდა. გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, თავდაპირველად მასთან ზარქუა მივიდა, თეფშით საკვები შეაყარა და დაარტყა. საპირისპირების დროს, ვიქტორ სანიკიძე მოქალაქეს დაემუქრა: „თბილისში აღარ ჩამოხვალ? შენ დედას მოგ****ავ“.
ინციდენტის შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეოში ლაშა გაბიტაშვილი ამბობდა, რომ პოლიციას მიმართა. მოგვიანებით გავრცელდა ფოტოც, სადაც ჩანს, რომ ირაკლი ზარქუა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელს ესაუბრება.
„რაღაც ინციდენტი მოხდა, არ არის ეს რამე საამაყო, უბრალოდ ერთი უნდა ვიცოდეთ ყველამ, ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი. როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს“, - თქვა ირაკლი ზარქუამ ვიქტორ სანიკიძესთან ერთად გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. სანიკიძემ დასძინა: „ყოველთვის გაეცემა პასუხი ამ უსამშობლოებს, სადაც არ უნდა ვიყოთ“.
თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, 12 იანვარს, ლაშა გაბიტაშვილმა ირაკლი ზარქუა, გელა სამხარაული, ვიქტორ სანიკიძე და „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გოჩა ენუქიძე იმავე სასტუმროს რესტორანში გადაიღო და ვიდეო Facebook-ში გამოაქვეყნა. გაბიტაშვილი ზარქუასთან მივიდა და ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ წინა ღამით ბათუმში, აქციაზე არაერთი დემონსტრანტი დააკავეს. გაბიტაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრებს „გამყიდველები“, „მონები“ და „მოღალატეები“ უწოდა.